ახალი ამბები
ახლა სწორედ ის დროა, ხმები ქუჩაში დავიცვათ - ანა წითლიძე
FaceBook Twitter
E-mail Print
ენმ-ის წარმომადგენლის, ანა წითლიძის განცხადებით, ახლა სწორედ ის დროა, მოსახლეობამ და ოპოზიციამ თავიანთი ხმები და არჩევანი ქუჩაში დაიცვას. ამბობს, რომ როცა სისტემა გართმევს უფლებას, არჩევნების გზით შეცვალო ხელისუფლება, ერთადერთი გზა ქუჩის აქციებია.

წითლიძე ფიქრობს, რომ განსაკუთრებით მაშინ, როცა მესამე პრეზიდენტი ციხეშია სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, ქუჩაში უნდა გავიდნენ და ამ აქციებმა მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას.

ენმ-ის წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად ზეწოლების, პირადობების ჩამორთმევის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის, შანტაჟის, 1300-მდე გაბათილებული ბიულეტენის, სხვაობა მათ და "ოცნების" კანდიდატებს შორის სულ რაღაც 2%-ია. ეს მაშინ, როცა მმართველი პარტია ცდილობდა ეს განსხვავება 7-8% ყოფილიყო.

"გუშინდელმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ ანახა, რომ საქართველოში არჩევნები არის გაუქმებული. მთელი საარჩევნო კამპანია და განსაკუთრებით გუშინდელი დღე, ეს არ იყო უბრალოდ საარჩევნო კამპანია, ეს იყო ჩვეულებრივი ომი ძველ ბიჭებთან, კანონიერ ქურდებთან, ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულ ადამიანებთან, ე.წ. გაურკვეველ შპანებთან, რომლებიც მთლიანად შეზელილი იყო სახელმწიფო სტრუქტურებთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთელს სახელმწიფო სისტემასთან. განსაკუთრებით ზუგდიდსა და მთელს სამეგრელოში, ეს კამპანია გამოირჩეოდა განსაკუთრებული ტერორით ადამიანებზე, რომლებიც ოპოზიციურად იყვნენ განწყობილი", - აღნიშნა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს, პოლიციის იმედი არ აქვთ, და არც სხვა რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის, ყველა სამართლებრივ ქმედებას ფორმალურად მაინც გაივლიან, თუმცა ფიქრობს, რომ ახლა სწორედ ქუჩის აციების დროა.

ზუგდიდში დათვლილია 109-ვე საარჩევნო უბანი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატ მამუკა წოწერიას მხარი, ამომრჩეველთა 51,631%-მა დაუჭირა. ენმ-ის კანდიდატ ანზორ მელიას 48,369%-მა.

ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმავს დღეს 19:00 საათზე, პარლამენტთან გააჟღერებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.