7 ნოემბერს ოპოზიცია აქციას თბილისში გამართავს, მანამდე კი სხვა ქალაქებშიც შეიკრიბებიან
გაერთიანებული ოპოზიცია კვირას, 7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე
საპროტესტო აქციას გამართავს.
ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა
მელიამ, რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას
განაცხადა. მისი თქმით, უკან დახევას არ აპირებენ და მალე,
უკომპრომისო ბრძოლის ფრონტი იქნება ქვეყანაში გამარჯვებამდე. აღნიშნა,
რომ ეს დემონსტრაცია განსხვავებული იქნება ყველა წინა
დემონსტრაციისგან.
კვირამდე კი, სხვა ქალაქებში ჩავლენ და ადგილზე გააპროტესტებენ არჩევნების შედეგებს.
"წინ გველოდება ძალიან საინტერესო, ისტორიული, მძიმე და მნიშვნელოვანი თავგადასავალი, სადაც უნდა ვიაროთ ხელიხელჩაკიდებულებმა და გავაოცოთ ჩვენი თავიც და მტერი", - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.
ამბობს, რომ რუსთაველის გამზირიდან წელს დამარცხებულები არ გავლენ და ამისთვის ბოლომდე დაიხარჯებიან.
აქციების პარალელურად, ოპოზიცია ოლქებსა და შემდეგ სასამართლოებში გაასაჩივრებს საარჩევნო დარღვევას, რათა დასავლელ პარტნიორებს უჩვენონ, რომ აქციები მათი თვითმიზანი არ არის.
კვირა დღე არის 7 ნოემბერი. 2007 წლის ამ დღეს, მაშინდელმა ხელისუფლებამ ოპოზიციურად განწყობილი მომიტინგეები დაარბია, სპეცრაზმი კი ტელეკომპანია "იმედში" შეიჭრა და მაუწყებლობა გათიშა
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ენმ-ის მერობის კანდიდატმა მხოლოდ წალენჯიხაში მოიგო.
ოპოზიცია ამბობს, რომ კენჭისყრის დღე გაყალბების, ზეწოლების, დაშინების ფონზე წარიმართა, ეს იყო არა არჩევნები, არამედ ჩვეულებივი "ომი".
ბრალდებებს მმართველი პარტია არ იზიარებს და საპასუხოდ მათ ადანაშაულებს დაძაბულობის კერების შექმნაში.