ანა წითლიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე
დეპუტატის მანდატს ტოვებს. ინფორმაციას ის ფეისბუკზე ავრცელებს.
"მე არ ვიცი ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ ზუგდიდში ვარ. მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა, არც მქონია ისე ვიბრძოდი. "ქართული ოცნება" უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო. დანარჩენზე ვისაუბრებ აქციებზე", - აცხადებს ანა წითლიძე.
თვითმმართველობის შედეგების გამოცხადების შემდეგ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე პირველი იყო, ვინც პარლამენტი დატოვა. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს "ნაციონალური მოძრაობიდან" ნონა მამულაშვილმა და "გირჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენელმა ზურა ჯაფარიძემ.