ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში გაძლევთ სიტყვას, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს - სააკაშვილი
ახლა აუცილებლად შემოგვესევიან სხვადასხვა ექსპერტები და პოლიტიკანები
ერთი
ლოზუნგით, რომ ქუჩაში შემდგომ ბრძოლას აზრი არ აქვს, მაინც არაფერი
გამოვა, - მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს. მისი
თქმით, არჩევნებში ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, ივანიშვილი კი
დამარცხდა. ექსპრეზიდენტის თქმით, ახლა, როგორცარასდროს, უნდა
გაერთიანდნენ და უჩვენონ ხელისუფლებას, რომ უკან დახევას არ
აპირებენ.
"ჯერ ერთი, გარეთ არიან მაგარი, უკვე ბრძოლაში გამობრძმედილი ლიდერები, როგორიც განსაკუთრებით, ნიკა მელიაა. ასევე რამდენიმე გაბედული ლიდერი, რეგიონული ლიდერები და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის, ახალგაზრდა თაობა ძალიან გონიერი და ბრძოლისუნარიანი ლიდერები. ასევე, ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში გაძლევთ სიტყვას, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე. ჩვენ ახლა გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი ერთიანობა. თითოეულ მედგარ, გაუტეხელ ადამიანს დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ძალა ახლა ერთობაშია და გამარჯვების რეცეპტი მრავალრიცხოვნობასა და დაუღალაობაშია", - ვკითხულობთ წერილში.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ივანიშვილს და მის ბანდას" ეშინიათ სწორედ ამ მრავალრიცხოვნობის და ქუჩის უწყვეტი პროტესტის. განმარტავს, რომ დასავლეთმა აბსოლუტურად ზუსტად დააფიქსირა საარჩევნო დარღვევები და ახლა მით მეტად დაუჭერენ მხარს ოპოზიციის, ხალხის საპროტესტო მუხტს, რაც მეტნი და მეტად გამოვლენ ქუჩებში.
"აკი, თქვა ეუთოს დამკვირვებლების ხელმძღვანელმა, ჩვენ ყველაფერი ვთქვით და ახლა დანარჩენი ქართველ ხალხზეაო", - აცხადებს სააკაშვილი.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და დღეს საპროტესტო აქციებს ბათუმიდან იწყებს. ხვალ, 3 ნოემბერს აქცია ზუგდიდში დაანონსდა, შაბათს, 6 ნოემბერს კი თბილისში შეიკრიბებიან.