აქციის მონაწილეებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან „ნახვაწა“ მიიტანეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან,
სამართალდამცველებს და
აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ენმ-ის
წარმომადგენელმა ანა წითლიძემ და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირმა,
"ნახვაწა" (ღომის ქერქი) მიიტანეს და უნდოდათ მისი შეტანა
ადმინისტრაციის შენობაში, როგორც "ქართული ოცნების" მერობის
კანდიდატის, მამუკა წოწერიას სიმბოლო. თუმცა პოლიციამ მათ ამის
შესაძლებლობა არ მისცა. ამ ყველაფერს მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება
ანა წითლიძეს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის
დეპარტამენტის უფროს გურამ ზესაშვილს შორის.
ზესაშვილმა განუმარტა ოპოზიციის წარმომადგენელს, რომ ვერ მისცემდა შენობაში შესვლის უფლებას ასე ჯგუფურად. მანვე მიმართა წითლიძეს, რომ ის პროვოკაციებშია შემჩნეული, პოლიცია კი აქ საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად იმყოფება.
მანამდე, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა უთხრა ანა წითლიძეს, თუკი ეტყვიან, თუ ვისთან სურთ შეხვედრა, შეათანხმებენ და ერთი წარმომადგენელი შეძლებდა შენობაში შესვლას. ეს შეთანხმება ვერ შედგა.

თავის მხრივ, ანა წითლიძის თქმით, ხელისუფლება მშვიდად ვერ იქნება ზუგდიდში და სამეგრელოში და მათ ექნებათ მუდმივი წინააღმდეგობის კერა ადმინისტრაციულ შენობებთან.
"წუხელ ეს წინააღმდეგობის კერა ჰქონდათ აქ, როცა ჩვენი ატანა და მთელი ღამის გათენებამ მოუწიათ. დილით, როცა იყო შეხლა-შემოხლა და არ შეგვიშვეს გუბერნიის შენობაში, მათი სიმბოლო ნახვაწა მივიტანეთ. ყოველ საღამოს, გუბერნიის შენობასთან, პოლიციასთან, მერიასთან, საკრებულოსთან, ყველა ადმინისტრაციულ შენობასთან მოუწევთ მათ ღამეების გათევა. ასე მოუწევთ ჩვენი დევნა და ვიქნებით ყველგან, სადაც ისინი იქნებიან", - განაცხადა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, პოლიციას, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს გურამ ზესაშვილს მართავს კანონიერი ქურდები და ე.წ. ძველი ბიჭები სინამდვილეში.
მან ასევე განმარტა, თუ რატომ მოიხსენიებენ მამუკა წოწერიას ზედმეტსახელით "ნახვაწა".

"ნახვაწა არის კოდური ზედმეტსახელი მამუკა წოწერიასი, რომელიც მას შემდეგ შეარქვეს, რაც ძალოვანმა სტრუქტურებმა გადაიბირეს და გახდა მათი აგენტი. შესაბამისად, მისი სიმბოლო, ნახვაწა მოვუტანეთ", - აღნიშნა ანა წითლიძემ.
გუშინ გამართული ოპოზიციის საპროტესტო აქციის შემდეგ, სადაც არჩევნების შედეგები გააპროტესტეს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს, შეკრებილებმა სამხარეო-ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე შენობასთან გაათია.