ილია მეორე მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს
ექსპრეზიდენტი პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა
მოინახულა.
მან საპატიმროში შესვლამდე მედიას უთხრა, რომ პატრიარქის წერილს
გადასცემს მიხეილ სააკაშვილს, სადაც ილია მეორე მას შიმშილობის
შეწყვეტას სთხოვს.
"წერილის შინაარსი შეეხება ისევ და ისევ მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. თხოვნა არის და რჩევა არის მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა", - განაცხადა დეკანოზმა.
თუმცა პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილისგან შიმშილობის შეწყვეტაზე უარი მიიღო:
"ბატონმა მიხეილმა მადლობა და გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ ვესტუმრე მას და ის გრძნობს მისი უწმინდესობის ყურადღებას. მან აღნიშნა, რომ პატივს სცემს მის უწმინდესობას. მან დამავალა, რომ გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში კორექტირების შეტანას ამ ეტაპზე არ აპირებს", - აღნიშნა მან.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, 35-ე დღეა შიმშილობს. მის შეწყალებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის შეწყალებას არ აპირებს.