ახალი ამბები
პოლიციას უნდოდა ხელწერილი დამეწერა, რომ ტაძარში არ დავბუნდები - მამა ამბროსი სხულუხია
FaceBook Twitter
E-mail Print
პოლიციის განყოფილებიდან გამოსული მამა ამბროსი სხულუხია იხსენებს, როგორ დააკავეს დილით კელიებში მლოცველი ბერები. მისი თქმით, დილის შვიდი საათიდან ამ დრომდე პოლიციის სამმართველოში იყო და მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს, დაბრუნდებოდა თუ არა მონასტერში. სამართალდამცველებს, სასულიერო პირის მტკიცებით, სურდათ ხელწერილი დაეწერა, რომ ტაძარში არ დაბრუნდებოდა.

"კელიებში რომ ვიყავით, მოგვაკითხეს ჩოხოსნებმა. ვიღაც იურისტიც იყო. ვთხოვეთ განემარტათ, რა უფლებით მოდიოდნენ. რაღაც საბუთივით გვანახა, მაგრამ არ ვიცი რა იყო. ესეთი რაღაცა თქვა, დაიკავეთ ადგილებიო. გამიგია ასე სპეცრაზმელებს მიმართავდნენ. შეცვივდნენ კელიებში და გაგვიყვანეს. ჩოხოსნები რომ იყვნენ კი ვიცი და სპორტსმენები თუ იყვნენ, არ ვიცი, მაგრამ ჯანიანები კი იყვნენ.

გაგვიყვანეს გამორჩეულად. იყო 200-300 კაცი. გამორჩეულივით წამოგვიყვანეს განკვეთილი ბერები. როგორ მოგვძებნეს, არ ვიცი სიბნელეში. ბოლოს ხელწერილი უნდოდათ დამეწერა, რომ არ შევსულიყავი დადიანებში. თვითონ სალხინოელები როგორც გადაწყვეტენ, თუ ვართ ღირსი დავბრუნდეთ იქ და თუ იტყვიან, მამებო თქვენ არ წახვიდეთ მაშინ აუცილებლად დავბრუნდებით. თუ იტყვიან წადით და არ გვჭირდებით, ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ამას იფიქრებს", - აცხადებს სასულიერო პირი.

ბერების ნაწილის გამოკითხვა დასრულდა მარტვილის პოლიციის სამმართველოში. მამა პეტრე ღუდუშაურის თქმით, განყოფილებაში სულ შვიდნი გადაიყვანეს.

ორი დაკავებული ბერის, მამა დანიელ და მამა ბასილ გვილავების ადვოკატის, ლაშა ხოშტარიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოოფებს სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან და ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შსს-ში ამბობენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირები პოლიციაში გამოსაკითხად იმყოფებიან.

სალხინოს მონასტრიდან დილაადრიან პოლიციის დახმარებით გააძევეს ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები. რამდენიმე მათგანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მანამდე, ამ სასულიერო პირებმა ჭყონდიდის ეპარქიიდან მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, როგორც განკვეთილ პირებს, ტაძარი 4 ნოემბრამდე უნდა დაეტოვებინათ.

მარტვილში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთვრობიდან გაათავისუფლა. მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს და ითხოვენ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ის ბრალდებები, რის გამოც ის დაითხოვეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.