ძალადობა არ ყოფილა პოლიციისგან და ჩოხოსნებისგან, იყო განკვეთილი სასულიერო პირებისგან - მიტროპოლიტი სტეფანე
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე უარყოფს ინფორმაციას, რომ პოლიციამ და
ჩოხოსნებმა
იძალადეს განკვეთილი სასულიერო პირების წინააღმდეგ და ძალადობრივი
გზით გამოიყვნეს ისინი კელიებიდან. ამის შესახებ მან
პრესკონფერენციაზე განაცხადა. ეპისკოპოსის მტკიცებით, ერთადერთი,
ძალადობდნენ სწორედ განკვეთილი სასულიერო პირები, რაც კამერებითაცაა
დაფიქსირებული და ამ ყვლაფრის ნახვის შესაძლებლობა საზოგადოებას
ექნება.
მიტროპოლიტის თქმით, ეს ადამიანები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შემდეგ კი, დაუმორჩილებლობისთვის სასჯელიც დაადეს, ბოლო წერტილი კი სკოლაში მის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა იყო. სწორედ ამიტომ მიიღო მათი ერისკაცობამდე დაყვანის გადაწყვეტილებაც.
მეუფე სტეფანე ამბობს, რომ განკვეთილ ბერებს საპატრიარქოს წერილის შესრულება და სალხინოს მამათა მონასტრის დატოვება საპატრიქროდან წარმოგზავნილმა პირმა მოსთხოვა, თუმცა სასულიერო პირები ამ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
"წერილში ეწერა ის, რომ საპატრიარქო მოითხოვს, უცხო პირებმ დატოვონ ტერიტორია იმ მონასტრის, რომლიც მათ არ ეკუთვნით და შეწყვიტონ სარგებლობა იმ ქონებით, რომელიც ეკუთვნის მონასტერს. ამისთვის მიეცათ დრო 4 ნოემბრამდე. მე რამდენადაც ვიცი, მან თავისი რწმუნება კვლავ წარუდგინა. ისინი გამოვიდნენ თავიანთი კელიებიდან და შეტევა განახორციელეს მასზე და ოპერატორზე, რომელსაც დაუმტვრიეს კამერა. გადაუგდეს. როცა საპატრიარქოს რწმუნებულმა გააცნო თავისი უფლებამოსილება, დაუწყეს გინება, ლანძღვა. ცდილობდნენ მის მდგომარეობიდან გამოყვანას.
საპატრიარქოს წარმომადგენელმა უთხრა იქ მყოფ ჩოხოსნებს, რომ ეს კელიები ამ ადამიანებს არ ეკუთვნით და შეგიძლიათ დაიკავოთ, რომ ასეთია ლოცვა-კურთხევა ჩემი პირადად და საპატრიარქოსი. მათ დაიკავეს ეს კელიები და ამ კელიებში შესვლა აუკრძალეს უცხო პირებს, რომლებიც ტერიტორიაზე იმყოფებიან თვითნებურად და თავხედურად. შემდეგ უკვე პოლიციელების შეურაცხყოფაზე გადასულან, რამდენადაც მე ვიცი. სამართალდამცავებმა გააფრთხილეს და შემდეგ განარიდეს ტერიტორიას", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.
თავის მხრივ, განკვეთილი სასულიერო პირები ამბობენ, რომ პოლიციამ და ჩოხოსნებმა მათ ძალის გამოყენებით აიძულეს სალხინოს მონასტრის დატოვება. 7 მათგანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს გამოკითხვაზე. მათგან რამდენიმემ განყოფილება უკვე დატოვა. ორი სასულიერო პირი, ადვოკატ ლაშა ხოშტარიას ინფორმაციით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
შსს-ში ამბობენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირები პოლიციაში გამოსაკითხად იმყოფებიან.
მარტვილში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთვრობიდან გაათავისუფლა. მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს და ითხოვენ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ის ბრალდებები, რის გამოც ის დაითხოვეს.