ენმ-ის მხარდამჭერი დააკავეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ენმ-ის
წარმომადგენლებს და სამართალდამცველებს
შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც "ნაციონალური მოძრაობის"
მხარდამჭერი ზვიად ბერაია დააკავეს. კერძოდ, ანა წითლიძემ მიიტანა ორი
მაისური "კრიმინალ" ხვიჩა ცხაკაიას და "ტყის ძმების" ყოფილი მეთაურის,
დათო შენგელიას გამოსახულებით, პოლიციის უფროს გურამ ზესაშვილისთვის
და მისი მოადგილის, ბადრი ნიორაძისთვის გადასაცემად. ამ ფაქტმა
პოლიციის უფროსის მოადგილე გააღიზიანა.
"რა გინდათ, რატომ მოდიხართ, რით არ მოგბეზრდათ ასეთი სიარული, ტყუილები. პარლამენტარი ხართ და ასეთი ქცევა არ შეგეფერებათ", - მიმართა მან ანა წითლიძეს, რომელსაც ეს მაისურები პოლიცილებმა წაართვეს.
დაპირისპირებისას ენმ-ის აქტივისტი დააკავეს. ანა წითლიძის თქმით, ამ დაკავებებით ტყუილად ცდილობენ მათ შეშინებას, არაფერი გამოუვათ.
"თქვენ ხედავთ, როგორი არაადექვატურები არიან. განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ბადრი ნიორაძე. მათ ხვიჩა ცხაკაიას და დათო შენგელიას დავალებით დააკავეს ყოფილი პოლიციელები და ჩაუდეს იარაღი", - აღნიშნა ანა წითლიძემ.
გუშინ, 4 ნოემბერს, ენმ-ის კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს სუსის შენობასთან. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან და ყველგან დისკომფორტს შეუქმიან ამ ადამიანებს, რომლებიც არა სამართალდამცველები, არამედ "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან.