დღეს მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმის გაგონებას რუსთავში - სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია,
რომ რადგან
პატიმრობაშია, ვერ მონაწილეობს აქციების ოპერატიულ მართვასა და
დაგეგმვაში. ამიტომ, მთლიანად ენდობა მრავალპარტიულ და უბრალოდ
აქტიური ადამიანებისგან შედგენილ გუნდს.
ექსპრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ემიგრანტებს, აქტიურად ჩაერთონ
თბილისში დაგეგმილ დიდ ღონისძიებაში.
"დღეს კი მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმის გაგონებას რუსთავში. ეს ერთადერთია, რაც მაცოცხლებს და ენერგიას მიხანგრძლივებს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
დღეს, 17:00 საათზე, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოპოზიცია სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას გეგმავს და ციხესთან მისასვლელი გზის გადაკეტვას. ამასთან, სუსის ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორებ გეგმავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას.
მესამე პრეზიდენტი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის 37-ე დღეა შიმშილობს. თუმცა, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა ტიპის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს.
ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.