ახალი ამბები
30 ოტომბრის შემდეგ მართლაც მივიღე რამდენიმე ბოთლი წვენი - მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი ეხაურება ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებას მის შიმშილობასთან დაკავშირებით. ის ადასტურებს, რომ 30 ოქტომბრის შემდეგ მართლაც მიიღო რამდენიმე ბოთლი წვენი, მაგრამ არ მიუღია საკვები.

"ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში (და ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მედიაში გავრცელდა) მოხდა 5 წლის წინ და ამას არ გამოუწვევია კვების შეფერხება.

30 ოქტომბრის შემდეგ, მართლაც, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მივიღე რამდენიმე ბოთლი წვენი. არანაირ საკვებს მე არ ვიღებ, მიუხედავად დაჟინებული შეთავაზებისა კონსილიუმის ზოგიერთი წევრის და ადგილობრივი ექიმების მხრიდან, ხოლო რასაც ვიღებ ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ.

დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი უსირცხვილო სპეკულაცია, რომელიც მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას და შეურაცხყოფას მაყენებს, უარს ვაცხადებ შიმშილობის პროტოკოლში შემავალი ნებისმიერი დასახელების მიღებაზე, მათ შორის, მინერალებსა და ვიტამინებზე, გლუკოზის აბებზე.

ვერ მოგატყუებთ, ჩემი მდგომარეობა, ჩემი შეგრძნებით, მკვეთრად გაუარესდა და ვფიქრობ, მალე მძიმე გართულება გარდაუვალია. ზოგიერთი გართულება უკვე ისედაც აშკარაა და ბოლო დღეებში ადმინისტრაციას მოუხდა უკვე რამდენიმე გარე სპეციალისტის გამოძახება.

ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინის და ივანიშვილის მიზანია ჩემი ფიზიკური განადგურება. ახლა მე ქართველი ხალხის იმედი მაქვს. ჩემი სამშობლოს პატრიოტების სოლიდარობის, ადამიანურობისჰუმანურობის და და მოქალაქეობრივი პოზიციის.

"დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება!", - წერს სააკაშვილი.

იუსტიციის მინისტრ რატო ბრეგაძი განცხადებით, ექსპრეზიდენტი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. მანამდე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აკეთებდნენ მინიშნებებს,რომ სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს.

მესამე პრეზიდენტი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის 37-ე დღეა შიმშილობს.