წასასვლელი არსად გვაქვს - განკვეთილი ბერები სალხინოს მონასტერთან რჩებიან
მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტერში დასრულდა განკვეთილი სასულიერო
პირების
და მრევლის ნაწილის საპროტესტო აქცია. მრევლმა ტერიტორია უკვე დატოვა,
ბერების თქმით კი, მათ წასასვლელი არსად აქვთ და მთელი ღამე აქ
გეგმავენ დარჩენას.
სასულიერო პირების განმარტებით, ხვალ საკვირაო წირვას ჩაატარებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი, ამიტომ ისევ შეიკრიბებიან და მოითხოვენ ტაძარში შესვლას.
ისინი დღესაც ცდილობდნენ მიეროთ პასუხი, რატომ არ უშვებენ მონსტერში, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
სალხინოს მონასტრიდან გუშინ, დილაადრიან პოლიციის დახმარებით გააძევეს ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები. 7 მათგანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მანამდე, მათ ჭყონდიდის ეპარქიიდან მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, როგორც განკვეთილ პირებს, ტაძარი 4 ნოემბრამდე უნდა დაეტოვებინათ.
ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, პოლიციის და ჩოხოსნების მხრიდან ძალადობა არ ყოფილა, ძალადობა იყო სწორედ განკვეთილი სასულიერო პირების მხრიდან.
მარტვილში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთვრობიდან გაათავისუფლა. მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს და ითხოვენ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ის ბრალდებები, რის გამოც ის დაითხოვეს.