ვასაჯაროვებთ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს - პენიტენციური სამსახური
პენიტენციური სამსახური აქვეყნებს ვიდეო-ფოტომასალას და აცხადებს, რომ
მაღალი საზოგადოებრივი
ინტერესიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს გაესაჯაროვებინათ მიხეილ
სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეული ნაწილი.
"აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
პენიტენციური სამსახური აქვეყნებს ფოტომასალას იმ პროდუქტების, რომელიც მათი მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა მიიღო.

მანამდე, სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშულია, რომ მისი წარმომადგენლები დღეს იმყოფებოდნენ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში და გაეცნენ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს, შეისწავლეს უახლესი ინფორმაცია-დოკუმენტაცია და შეხვდნენ თავად პატიმარს.
ომბუდსმენის განცხადებით, დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით. თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ 1-ელი ოქტომბრიდან იღებს მხოლოდ ნატურალურ წვენებს, საკვები კი არ მიუღია.
მანვე დღეიდან უარი განაცხადა ყველანაირი წვენის, გლუკოზისა და ელექტროლიტების, მედიკამენტებისა და მკურნალობის ნაწილის მიღებაზე, ასევე რიგი გამოკვლევების ჩატარებაზე.
იუსტიციის მინისტრ რატო ბრეგაძი განცხადებით, ექსპრეზიდენტი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. მანამდე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აკეთებდნენ მინიშნებებს, რომ სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს.

ექსპრეზიდენტი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის 37-ე დღეა შიმშილობს.
ამ წუთებში, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.