ხელისუფლებას ვაძლევთ 24 საათს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად - ნიკა მელია
ოპოზიცია ხელისუფლებას 24-საათიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ მიხეილ
სააკაშვილი
სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანონ. ამის შესახებ, რუსთავის მე-12
პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ საპროტეტსო აქციაზე, ენმ-ის
ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
თუკი ეს მოთხოვნა არ შესრულდება, მისი თქმით, ორშაბათს, 8 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.
"24 საათი აქვს დრო ბიძინა ივანიშვილს. თუ საღი აზრი შერჩენია ვინმეს ხელისუფლებაში, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. თუ 24 საათში ამას მაინც არ გააკეთებენ და უნდათ, რომ გაგვხადონ თანამონაწილეები, დამსწრეები და მოწმეები მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის, ჩვენ ორშაბათს, 8 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, ვიკრიბებით მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე", - აღნიშნა ნიკა მელიამ.
მიხეილ სააკაშვილი 37-ე დღეა შიმშილობს. დღეს საღამოს, პენიტენციურმა სამსახურმა ფოტო-ვიდეო გაასაჯაროვა "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო", სადაც მათი განმარტებით, ჩანს, თუ როგორ იკვებება მესამე პრეზიდენტი.
უფრო ადრე, განცხადება გაავრცელა ომბუდსმენმა, რომლის წარმომადგენლებიც დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. მისი თქმით, დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით. თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
დღესვე მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ 1-ელი ოქტომბრიდან იღებს მხოლოდ ნატურალურ წვენებს, საკვები კი არ მიუღია.
მანვე დღეიდან უარი განაცხადა ყველანაირი წვენის, გლუკოზისა და ელექტროლიტების, მედიკამენტებისა და მკურნალობის ნაწილის მიღებაზე, ასევე რიგი გამოკვლევების ჩატარებაზე.
სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეომასალის გასაჯაროების კანონიერებას შეისწავლიან.