ყველა, ვისაც თავისუფლების და ქრისტიანობის დაბრუნება უნდა, აქ უნდა იდგეს - მამა ათინოგენი
ყველა ქართველი, ყველა მართლმადიდებელი, ყველა ადამიანი, ვისაც
თავისუფლება უნდა
და ქრისტიანობა უნდა დაიბრუნოს, აქ უნდა იდგეს, - განუცხადა
ჟურნალისტებს განკვეთილმა სასულიერო პირმა მამა ათინოგენმა. მისი
თქმით, მათ ვერავინ ვერსად გაუშვებს, ერთადერთი, ან უნდა მოკლან, ან
დააპატიმრონ.
"მე მამათმავლობაში ბრალდებულ პატრიარქს არ ვემორჩილები. ვინც გვერდში უდგას, ყველას ვეუბნები, რომ არასწორები ხართ. სანამ ამ კაცის ბრალეულობა არ დამტკიცდება, და თუ მეუფე პეტრე ვერ დაამტკიცებს ამ ყველაფერს, მაშინ მე თვითონ, სადმე როგორ არ მოიძებნება ადგილი, მე თვითონ ჩავალ მიწაში, თუ ჩვენ ვიტყუებით.
ამათ როგორ არ უნდა შეეწინააღმდეგო და როგორ უნდა დაემორჩილო? ეპისკოპოსი, რომელიც მილიციას, უშიშროებას იყენებს ხალხთა შესახვედრად.. დღეს ჩვენ არ ვყოფილვართ, მოსულან ადგილობრივები და ეს მღვდელმთავრები.. სტეფანე ხომ მატყუარაა. ამ არსებას, რომელსაც სტეფანეს უწოდებენ, ე.წ. მეუფე არის მატყუარა. მეუფე მატყუარა უნდა იყოს? თქვენ ( პოლიციელებს მიმართავს) ემორჩილებით მატყუარა კაცს, რომელსაც ეპისკოპოსობის ხარისხი აქვს მიტაცებული. მეორე აგერ, ქუთათელ-გაინათელი რომ ჰყავდათ ჩამოყვანილი, კაცი ამბობს, რომ ტაძარი იყო სავსე ადგილობრივი ადამიანებით. და როდესაც ადგილობრივი ადამიანები მისულან, ისინი დააპატიმრეს. ეს თუ ქრისტიანობაა, ეს თუ ქვეყანაში აღსრულებული სამართალია, ესენი თუ არიან ქრისტიანები და ასე თუ უნდა ექცეოდეს ეკლესია ადამიანს, თქვენთვის მომინდვია", - განაცხადა მამა ათინოგენმა.
სალხინოს მონასტერთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად, მარტვილის პოლიციაში რამდენიმე პირი გადაიყვანეს. მათგან ერთი სასულიერო პირია, მამა მარკოზი. ეს ადამიანები ითხოვდნენ ტაძარში შესვლის უფლებას, რისი შესაძლებლობაც მათ პოლიციამ არ მისცა.
მანამდე, საკვირაო ქადაგებისას ჭყონდიდის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ მონასტერში "განდგომილება დასრულებულია".
სალხინოს მონასტრიდან 5 ნოემბერს, დილაადრიან პოლიციის დახმარებით გააძევეს ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები. 7 მათგანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მანამდე, მათ ჭყონდიდის ეპარქიიდან მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, როგორც განკვეთილ პირებს, ტაძარი 4 ნოემბრამდე უნდა დაეტოვებინათ.
მარტვილში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთვრობიდან გაათავისუფლა. მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს და ითხოვენ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ის ბრალდებები, რის გამოც ის დაითხოვეს.