ახალი ამბები
განკვეთილი ბერი დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს
FaceBook Twitter
E-mail Print
ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი ბერი ათინოგენი სახალხო დამცველს მიმართავს. შესაბამისი განცხადება მან სალხინოს ტაძრის შესასვლელთან ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი სიტყვებით, ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი სტეფანე კალაიჯიშვილი სასულიერო პირების ნაწილს ებრძვის და მათ უფლებებს არღვევს. მისივე თქმით, განკვეთილები იძულებული არიან ქუჩის აქციებს მიმართონ:

"სახალხო დამცველი ჩვენ არ გვაქცევს ყურადღებას. მივმართავ ქალბატონ ნინო ლომჯარიას მოგვხედოს, რამეთუ დარღვეულია აქ ადამიანის უფლება. ეკლესიის ადმინისტრაცია ჩვენ გვებრძვის, რომელიც დაკომპლექტებულია კაგებეშნიკებით, კაზაკებით, მოგვადგნენ და გამოგვყარეს მონასტრიდან. პოლიცია ჩადგა ჩვენსა და მათ შორის და იცავს იმათ. ჩვენ აქედან არ წავალთ, აქ იქნება ყოველ დღე ასეთი ამბები. იძულებული ვართ გადავიდეთ ალბათ ქუჩის აქციებზე. ძალიან ცუდია, ძალიან სამწუხარო, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს", - განაცხადა განკვეთილმა ბერმა.

მან ასევე გაიხსენა 7 ნოემბერს სალხინოს ტაძრის შესასვლელთან ახალგაზრდების დაკავების და შემდეგაც ადგილზე მისული სასულიერო პირებიდან ერთ-ერთის პოლიციის სამმართველოში გადაყვანის ფაქტები:

"ჩვენ როცა გავიგეთ ახალგაზრდების დაკავების ამბავი, მეორე მონასტერში ვიყავით და მოვედით აქ. მე, მორჩილი ჩვენთან მონასტერში ვიც ცხოვრობს, შალვა ჩხიკვაძე და მამა მარკოზი. აქ როცა ჩაგვიარა ქუთაისელი, მატყუარა მღვდლების კოლონამ, მათ შეძახილებით ვაცილებდით და მოვარდა პოლიციის უფროსი, რომელსაც ალბათ ,მთელი ცხოვრების მანძილზე შემდეგ ხშირად გავახსენდები. იმიტომ, რომ ეს ყვალაფერი ცხოვრების მანძილზე ძალიან ეტკინება.... დაიჭირეს შალვა, ხელიდან ამართვეს, პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომელსაც მხედველობის პრობლემა აქვს და უჭირს გადაადგილება. მას აბრალებენ მილიციაზე ზეწოლას. ეს ჩაწერილიციაა, ტყუილია ეს ყველაფერი და დღეს ექნებათ სასამართლო", - განაცხადა განკვეთილმა ბერმა, არქიმანდრიტმა.

სალხინოს მონასტერთან დაპირისპირება 7 ნოემბერს მოჰყვა რამდენიმე პირის მცდელობას, რომ ტაძარში შესულიყვნენ. ამის შემდეგ, ტერიტორიაზე გამოჩნდნენ განკვეთილი სასულიერო პირები. მათ ჰქონდათ კითხვები სამართალდამცველებთან, რატომ დააკავეს ეს ადამიანები და რატომ არ ეძლეოდათ მათ მონასტრის ეზოში შესვლის შესაძლებლობა. ამ დაპირისპირებისას ორი პირი, მათ შორის ერთი სასულიერო პირი, მარტვილის პოლიციაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა სალხინოს მონასტერთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად 7 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ მათგან 6, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ერთი პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
სალხინოს მონასტრიდან 5 ნოემბერს, დილაადრიან პოლიციის დახმარებით გააძევეს ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები.

მანამდე, მათ ჭყონდიდის ეპარქიიდან მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, როგორც განკვეთილ პირებს, ტაძარი 4 ნოემბრამდე უნდა დაეტოვებინათ.

მარტვილში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთვრობიდან გაათავისუფლა. მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს და ითხოვენ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ის ბრალდებები, რის გამოც ის დაითხოვეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) კორონავირუსის ახალი შტამის
11:35 / 21.01.2022
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) კორონავირუსის ახალი შტამის
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის
11:20 / 21.01.2022
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის
ბოლო 24 საათში 56 386 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის
სწრაფი ტესტით - 35 725,
10:48 / 21.01.2022
ბოლო 24 საათში 56 386 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 35 725,
აფხაზეთში კორონავირუსზე 380 პირი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი
10:27 / 21.01.2022
აფხაზეთში კორონავირუსზე 380 პირი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.