ჩემი შვილი აქ, ამ ციხეში აღარაა, წაიყვანეს - გიული ალასანია
მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ეჭვობს, რომ მისი შვილი
რუსთავის ციხიდან
გადაიყვანეს. თუმცა სად, ამის შესახებ არაფერი იცის. იცის მხოლოდ ის,
რომ შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება
ექსპრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ.
"ამასობაში ყველაფრის იგნორიებით, თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს. გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და გადაგვიფრინა ვერტმფრენმა. 2 საათიდან ვიცდით და პასუხი არ გვაქვს, არაა ადამიანი, წაიყვანეს. ფაქტია, რომ ჩემი შვილი აქ, ამ ციხეში აღარაა", - განაცხადა ალასანიამ.
დღეს 39-ე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. თუმცა ხელისუფლება საპირისპიროს ირწმუნება. პენიტენციურმა სამსახურმა ფოტო-ვიდეო მასალა გაასაჯაროვა "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო", სადაც მათი განმარტებით, ჩანს, თუ როგორ იკვებება მესამე პრეზიდენტი.
მანამდე, თავად პატიმარმა, შემდეგ კი ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ის სამედიცინო დანიშნულებით იღებს მხოლოდ აუცილებელ დანამატებს 30 ოქტომბრის შემდეგ და ეს საკვების მიღებად არ ითვლება.
სახელმწიფო ინსპექტორმა ვიდეომასალის გამოქვეყნების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დღეს პარლამენტთან ოპოზიცია, საღამოს 20:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავს.