სააკაშვილს ეგონა, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყავდათ - ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 საპატიმრო
დაწესებულებაში
მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ომბუდსმენის განცხადებით, ექსპრეზიდენტი
რუსთავიდან თბილისში, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ისე
გადაიყვანეს, რომ მან ამის შესახებ არ იცოდა. სააკაშვილის
ინფორმაციით, მისი გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში იგეგმებოდა და მან
სწორედ გლდანში ყოფნისას გაიგო, თუ სად იყო რეალურად.
"სააკაშვილმა იცოდა, რომ გადაყავდათ სამოქალაქო კლინიკაში. დაემშვიდობა იქაურ ექიმებს, რასაც ექიმები ადასტურებენ. ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც პატიმარ საკაშვილს გააცნეს, სად გადაყავდათ, არ არსებობს. რაც მნიშვნელოვანია, მას სურდა კონსილიუმთან შეხვედრა, ელოდებოდა კონსილიუმთან შეხვედრას 3 საათზე. უარი უთხრეს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის თქმით, გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში "კატეს" აპარატი, რომელიც 8 ნოემბერს გვიან საღამოს მოიტანეს, ახლაც დერეფანში დგას. აქ არც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატია.
მეორმოცე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. კონსილიუმის გადაწყვეტილებით, ის რუსთავიდან თბილისში 8 ნოემბერს ისე გადმოიყვანეს, რომ ინფორმაცია მის ადვოკატებს, ოჯახის წევრებს და სახალხო დამცველს არ ჰქონია.