ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას
განცხადებით, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ზემოთ
ნებისმიერ პირს შეეძლება. მან ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს
დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი სიტყვებითვე, მნიშვნელობა არ აქვს მანამდე რომელი ვაქცინით იყო პირი აცრილი.
"ამ შემთხვევაში, პირს, რომელიც აცრილია "სინოფარმის" და სინოვაკის" ვაქცინით, შეუძლია გამოიყენოს "სინოფარმის" ან "სინოვაკის" ვაქცინა ბუსტერ დოზისთვის, ან გაიკეთოს "ფაიზერის" დოზა. "ასტრაზენეკას შემთხვევაში, ექვსი თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს "ფაიზერით" ბუსტერ დოზა. რაც შეხებათ "ფაიზერით" ვაცინირებულ პირებს, მათთვის ბუნებრივია, რეკომენდებულია მეორე აცრიდან 6 თვეში "ფაიზერის" დოზის გამოყენება", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მანამდე ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებს შეეძლოთ.