ახალი ამბები
დაიწყო გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურად მოპყრობის შესაძლო ფაქტზე
FaceBook Twitter
E-mail Print
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურად მოპყრობის შესაძლო ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია პატიმრის ადვოკატთან, მისი გამოკითხვის მიზნით. გამოკითხვის შემდეგ დაიგეგმება, მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 2021 წლის 08 ნოემბერს, მ. სააკაშვილის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების, მათ შორის, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვის მიზნით.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. ამასთან, სამსახური სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ითანამშრომლებს მ. სააკაშვილთან და მის ადვოკატებთან, გამოძიების პროცესში მათი ჩართულობისა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მათი სრულყოფილი ინფორმირების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით და რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა, - ასე აღწერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან მის გადაყვანას გლდანში, #18 სამკურნალო დაწესებულებაში.

მესამე პრეზიდენტი უკვე მეორმოცე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების და "მოპარული არჩევნების" დაბრუნების მოთხოვნით, თბილისში აქციები გრძელდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია One Championship-ის გრანპრის
ნახევარფინალში, ტაილანდელ მებრძოლს,
18:58 / 28.01.2022
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია One Championship-ის გრანპრის ნახევარფინალში, ტაილანდელ მებრძოლს,
ზუგდიდში გააპროტესტეს ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ტარიფების დაწესება.
აქციის მონაწილეების განცხადებით,
16:09 / 28.01.2022
ზუგდიდში გააპროტესტეს ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ტარიფების დაწესება. აქციის მონაწილეების განცხადებით,
14:27 / 28.01.2022
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ბათლომე შელია არ ემხრობა ამ ეტაპზე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავლები და ნელ
ნელა ჩამოშორდეს
13:39 / 28.01.2022
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავლები და ნელ ნელა ჩამოშორდეს
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.