ოპოზიცია ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" ინფორმაციით, ოპოზიცია "დროას" დამფუძნებლის, ელენე
ხოშტარიას მოწამვლის
სცენარს განიხილავს. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"ყურადღება მინდა გავამახვილო ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ. რადიკალებს კი მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება", - აღიშნა მან.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეს ინფორმაცია მათ გაუთქმელობის პირობით მიაწოდეს.
"შედგა დაახლოებით 10 კაციანი თათბირი, სადაც სერიოზულად განიხილეს ეს საკითხი. ვაფრთხილებთ მკაცრად ყველას, ხელი აიღონ ასეთ გეგმაზე, ნებისმიერ მცდელობაზე ისინი მიიღებენ უმკაცრეს პასუხს, ეს არის ჩვენი პირობა მათ მიმართ. დანარჩენ დეტალებზე შეიძლება, მოგვიანებით გახდეს ცნობილი", - აღნიშნა მან.
ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.