ახალი ამბები
წინასაარჩევნოდ ენგურის ხიდის ჩაკეტვის გადაწყვეტილება სოხუმმა თბილისის თხოვნით მიიღო - DRI
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები კერძო საუბრებში ამბობდნენ, რომ "საზღვრის" ჩაკეტვის გადაწყვეტილება თბილისის თხოვნით მიიღეს, - აცხადებს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" გავრცელებულ ინფორმაციაში სათაურით - "არჩევნების ტყვეობაში: გალელები თბილისსა და სოხუმს შორის".

მათი თქმით, გალის მაცხოვრებლებს ეთნიკური კუთვნილება არასანდო მოქალაქეებად აქცევს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისთვის, ხოლო "არასასურველი" პოლიტიკური აქტიურობა - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რაც განსაკუთრებით ცხადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოჩნდა.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დაძაბულობა იყო ენგურის ორივე მხარეს, რაც განსაკუთრებით საგანგაშო სწორედ მეორე ტურის წინ გახდა. გალელებმა, რომლებიც სხვადასხვა მიზნით გადმოდიან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, აღმოაჩინეს, რომ ენგურის ხიდი ჩაკეტილია. სოხუმმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი ეპიდვითარება იყო, თუმცა ბევრი გალელის აზრით, ეს მოქმედება არჩევნებს უკავშირდებოდა.

არასამთავრობოს შეფასებით, ამ მოსაზრებას აძლიერებს ისიც, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით სიტუაცია არ დასტაბილურებულა, ამის მიუხედავად კი, ენგურის გამშვები პუნქტი 1 ნოემბრიდან ოფიციალურად გაიხსნა.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები კერძო საუბრებში ამბობდნენ, რომ "საზღვრის" ჩაკეტვის გადაწყვეტილება თბილისის თხოვნით მიიღეს.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საჯარო სერვისების მისაღებად, ბევრი გალელი ზუგდიდშია რეგისტრირებული. ზუგდიდში რეგისტრაცია მათ შესაძლებლობას აძლევს, ჩართულები იყვნენ პოლიტიკურ პროცესებში და თავისი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები გამოიყენონ. გალის რეგიონის მოსახლეობის ამა თუ იმ ქართული პოლიტიკური პარტიის მიმართ ლოიალობის თაობაზე მსჯელობა რთულია. ამის მიუხედავად, გალში ვარაუდობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების გარკვეულ წრეებში, გალელების პოლიტიკური აქტივობა საფრთხედ იქნა აღქმული ზუგდიდში ოპოზიციური ძალების შესაძლო უპირატესობის მოპოვების შიშით. შესაძლოა, სწორედ ამის გამო გაჩნდა მოსაზრება, დაკეტილი "საზღვრით" შეეშალათ ხელი სავარაუდოდ, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მობილიზებისთვის.

ამ მოსაზრებას აძლიერებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები გალის რეგიონის მაცხოვრებლებს საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გადაცემას სთხოვდნენ. თუმცა, იმ პირების უმეტესობამ, ვისაც მსგავსი თხოვნით მიმართეს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გადაცემაზე უარი თქვა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები კრიმინალური წარსულით ცნობილი პირები, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ გალსა და მის სოფლებში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქართველოს კანონმდებლობა არჩევნებში, რეფერენდუმში, ან პლებისციტში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს. ენგურის ხიდის ჩაკეტვით, გალელებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელოვნურად ხელის შეშლა კი საგანგაშოა და საჭიროებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სათანადო განმარტებას - ვინ და რატომ შეუშალა ხელი გალის რეგიონის მცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას არჩევნების პერიოდში.

უფრო ადრე, სწორედ 30 ოქტომბრის არჩევნებს დაუკავშირა ენმ ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვა. მათი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დავალებით, "ენგურჰესის" დირექტორმა ლევან მებონიამ ოკუპანტებთან მოლაპარკება აწარმოა ხიდის ჩაკეტვაზე, რადგან გალელების უმრავლესობა ოპოზციური პარტიის ამომრჩეველია და რომ მათ არ შეძლებოდათ არჩევნებში მონაწილეობა.

ბრალდებები კატეგორიულად უარყო ლევან მებონიამ. მაშინ განცხადება "ენგურჰესის" სახელითაც გავცელდა.

ენგურის ხიდი არჩევნების პირველი ტურის წინაც ჩაიკეტა. მაშინ განცხადება დე ფაქტო სუსს არ გაუვრცელებია. მათ მხოლოდ 28 ოქტომბერს, მეორე ტურის წინ გაავრცელეს ინფორმაცია ხიდის ჩაკეტვაზე, მიზეზად კი ეპიდვითარება დაასახელეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.