მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებლი ფოთელი მამა-შვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები
თბილისის
საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საუბარია ფოთელ მამა-შვილ,
შალვა და ზურაბ წოწორიებზე, ელგუჯა ცომაიასა და გიორგი
ნარიმანიძეზე.
დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს. დვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებას ითხოვდნენ გირაოს სანაცვლოდ, პროკურატურამ კი პატიმრობის გაგრძელება მოითხოვა. სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა გაიზიარა.
დანაშაულის დაფარვის მუხლით დაკავებული ზურაბ და შალვა წოწორიები ფოთის ტერმინალის თანამშრომლები არიან. მათ ბრალდება 4 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა, თუმცა, შალვა წოწორიას კუთვნილი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება აბაშის მუნიციპალიტეტში.
დანაშაულის დაფარვას ედავებიან გიორგი ნარიმანიძესაც.
რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, ის იმ ბინის მეპატრონეა, სადაც საქართველოში ფარულად შემოსვლის შემდეგ იმყოფებოდა ექსპრეზიდენტი.