ახალი ამბები
პატიმრებზე საუბარი დავასრულე - ღარიბაშივილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დაასრულა.

"ჩვენ გავეცანით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. იუსტიციის მინისტრი გააკეთებს ამ თემაზე ბრიფინგს უახლოეს რამდენიმე საათში და ვრცლად განმარტავს. მე არ მსურს ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე. ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა და მხოლოდ ამ თემაზე მაქვს საუბარი და კონცენტრირება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ 10 ნოემბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დროებითი ზომების შესახებ.

გადაწყვეტილებაში სასამართლო მოუწოდოს აპლიკანტს (მიხეილ სააკაშვილს) შეწყვიტოს შიმშილობა.

"სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ მთავრობამ უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია აპლიკანტის არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის (ასევე ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის) შესახებ, მათ უნდა უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება ზოგადად ციხეში და უნდა უზრუნველყონ იგი სათანადო სამედიცინო დახმარებით შიმშილობის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდში", - ნათქვამია წერილში.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ამჟამინდელი მდგომარეობა და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც მასთან დაკავშირებით გლდანის #18 დაწესებულებაში გატარდა. ადვოკატის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ასევე მათ დაავალა ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია მიაწოდონ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციები შეჯერდება და 24 ნოემბერს სასამართლო კვლავ იმსჯელებს საკითხზე.

ევროსასამართლომ გაითვალისწინა, რომ ინფორმაცია ორივე მხრიდან უნდა მიეწოდოს და ამისთვის 24 ნოემბრამდე მისცა ვადა მთავრობას. სააკაშვილის ადვოკატებს დამატებითი ინფორმაციის გასაგზავნად სარჩელის სრულყოფისთვის ვადა 8 დეკემბრამდე განესაზღვრათ.

სტრასბურგის გადაწყვეტილებას წუხელ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა ექსპრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ.

"საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის წერილით ეცნობა, რომ ამავე თარიღში მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი მოთხოვნით: დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან (სადაც, მომჩივანი მხარის განმარტებით, არ არის სათანადოდ დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება) მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.

სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისი დაკავების დღიდან, უკვე ორმოცდამეორე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მხარდამჭერები აქციებს ქვეყნის მასშტაბით მისი დაკავების დღიდან ატარებენ.

პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ხვალ, 3 დეკემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის
19:52 / 02.12.2021
ხვალ, 3 დეკემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაბადების დღეს ულოცავს
რუსეთის პატრიარქ კირილს. წერილს რუსეთის
17:23 / 02.12.2021
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაბადების დღეს ულოცავს რუსეთის პატრიარქ კირილს. წერილს რუსეთის
ფოთში, კუნძულის უბნის სანაპიროსთან 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი
იპოვეს.
15:02 / 02.12.2021
ფოთში, კუნძულის უბნის სანაპიროსთან 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. "ლაივპრესის"
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს ხახულიათის დასახლებაში
14:44 / 02.12.2021
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს ხახულიათის დასახლებაში
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.