ახალი ამბები
პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრებს
პენიტენციური სამსახური ისევ "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ხსნის და ასაჯაროებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს.

"კადრები ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწყებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო", - ვკითხულობთ განცხადებაში.


მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა შიმშილობს. ის თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით და რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა, - ასე აღწერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან მის გადაყვანას გლდანში, #18 სამკურნალო დაწესებულებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურად მოპყრობის შესაძლო ფაქტზე.