ენმ-ის აქციაზე სავარაუდოდ საცხოვრებელი კორპუსიდან ქვები ისროლეს
თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობია" აქციაზე სავარაუდოდ საცხოვრებელი
კორპუსიდან ქვები ისროლეს.
მედიასაშუალებებით ვრცელდება ცნობები, რომ დაშავდა ორი ადამიანი. მათ ადგილზე გეწიათ სასწრაფო დახმარება.
"მე-6 სართულიდან ისროლეს. ბეტონის ნატეხი გადმოაგდეს. მოვასწარი ახედვა და დავინახე. ნაკერები დამადეს", - ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთი დაშავებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
აქციის მონაწილეები ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობისკენ შეძახილებით: "მიშა! მიშა!" გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისი დაკავების დღიდან, უკვე ორმოცდამეორე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მხარდამჭერები აქციებს ქვეყნის მასშტაბით მისი დაკავების დღიდან ატარებენ.
პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.