ჯონ სენდვიჯის თქმით, გლდანის ციხე არ არის დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხოდ იქნება
ამერიკელმა ადვოკატმა, ჯონ სენდვიჯმა მიხეილ სააკაშვილი
გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მოინახულა.
მისი განცხადებით, არ შეიძლება ვინმეს უსაფრთხოების დაცვა ამ დაწესებულებაში, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის, იმ პირობებში, როდესაც ადამიანები, რომლებიც ერთ დროს მან პასუხისგებაში მისცა, ახლა ამ აქ არიან.
როგორც მან თქვა, გლდანის ციხე არ არის სათანადო დაწესებულება და აქ ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხი სერიოზულად შემაშფოთებელია.
"პრეზიდენტი მხნედაა, მას აქვს კარგი განწყობა, მაგრამ ეს არ არის შესაბამისი დაწესებულება, რომელშიც ის უნდა იყოს. სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რამდენად შესაძლებელია მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა აქ, ასევე აქ არ არის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა, იმ შემთხვევისთვის თუ მას რამე მოუვა.
შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, რომ იზრუნოს პატიმარზე და იმის მიხედვით, რაც ამ დაწესებულებაში ვნახე, არ მგონია, რომ ხელისუფლებამ ადეკვატურად დააკმაყოფილოს ეს ვალდებულება.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საპატიმრო დაწესებულების დაცვა, როგორც ჩანს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილი დაიცვას და ვფიქრობ, ბევრი ადამიანია ამ დაწესებულებაში, ვინც ზრუნავს მასზე მათი პასხისმგებლობის ფარგლებში, რომ მისი უსაფრთხოება უზრუნველყონ. მაგრამ არ შეიძლება ვინმეს უსაფრთხოების დაცვა ამ დაწესებულებაში, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის და განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ადამიანები, რომლებიც ერთ დროს მან პასუხისგებაში მისცა, ახლა ამ დაწესებულაში არიან. ცხადია, რომ პატიმრებს საკმაო კონტროლი აქვთ ამ დაწესებულებაზე და უბრალოდ ვერ ვხედავ, როგორ შეძლებს ხელისუფლება მისი მოვალეობის შესრულებას, რომ დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება მსგავს დაწესებულებაში,"- განაცხადა ადვოკატმა.
მისივე განცხადებით, მან ნახა იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა სააკაშვილის შესახებ და შეშფოთებულია იმით, თუ როგორ ეპყრობიან მას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისი დაკავების დღიდან, უკვე ორმოცდამესამე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მხარდამჭერები აქციებს ქვეყნის მასშტაბით მისი დაკავების დღიდან ატარებენ.
პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.