გიული ალასანია ილია მეორეს შეხვდა
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია
კათოლიკოს-პატრიარქ
ილია მეორეს შეხვდა. გიული ალასანიას თქმით, ინიციატორი ამ შეხვედრის
თავად იყო. ამბობს, რომ პატრიარქისთვის არაა სულერთი მისი შვილის
მდგომარეობა და მიხეილ სააკაშვილსაც აქვს ყოველთვი მისი იმედი.
"ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა ეს შეხვედრა. იყო პატრიარქი, სამღვდელოებთან ერთად, რომლებიც ზრუნავენ მასზე. ვილაპარაკეთ საერთოდ, ზოგადად, რომ საქართველოში როგორი ტრადიცია იყო, რომ სიცოცხლე ძალიან ფასობდა. ასეთი თემები", - უთხრა გიული ალასანიამ "ფორმულას".
ილია მეორემ ორჯერ სთხოვა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა. ის უკვე 44-ე დღეა პროტესტის ამ ფორმას მიმართავს.
ექპრეზიდენტი თბილისშუ 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მისი გათავისუფლების და სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით აქციები გრძელდება.
დღეს მანიფესტანტები პარლამენტთან, 17:00 საათზე შეიკრიბებიან.