სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 9 დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის,
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით,
პარლამენტში ცხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო. ესენი
არიან: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, თემურ
ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, სულხან სიბაშვილი, ნიკა მაჭუტაძე, აბდულა
ისმაილოვი და გიორგი გოდაბრელიძე.
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, აქციის უკიდურეს ფორმას 13 ნოემბერს მიმართა "გირჩი-მეტი თავისუფლების" ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისი დაკავების დღიდან, უკვე ორმოცდამეხუთე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მხარდამჭერები აქციებს ქვეყნის მასშტაბით მისი დაკავების დღიდან ატარებენ.
პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.