„პიჯაკების საქმეზე“ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
თანხების გაფლანგვის, ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს, 11:00 საათზე
პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო
პროცესი გაიმართება. მიეცემა თუ არა მიხეილ სააკაშვილი სხზდომაზე
დასწრების უფლება, ეს ჯერ უცნობია.
"ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი მისი გადაყვანის არსებობს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანთა უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა პროცესში, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ეს უშუალობა და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგინოს სასამართლოს წინაშე" - ამბობს ბექა ბასილაია.
თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში სდებს ბრალს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისი დაკავების დღიდან, უკვე ორმოცდამეექვსე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მხარდამჭერები აქციებს ქვეყნის მასშტაბით მისი დაკავების დღიდან ატარებენ.
პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ 14 ნოემბერს, ყოფილი პრეზიდენტის
მონახულების შემდეგ თქვა, რომ მიუხედავად სააკაშვილის ფიზიკური
სისუსტისა, რომელიც ხანგრძლივი შიმშილობით არის გამოწვეული, ის
ემზადება პროცესზე დასასწრებად.
როგორც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, მოთხოვნა
სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში
რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა.