ზუგდიდის მეორე სკოლა შესაძლოა ონლაინ სწავლებაზე გადავიდეს
კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების გამო, ზუგდიდის მეორე საჯარო
სკოლა
შესაძლოა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს ორი კვირით. საბოლოო
პასუხს და რეკომენდაციებს ჯანდაცვის ცენტრისგან აქ დღეს ელოდებიან.
ადგილობრივი რესურსცეტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა
ბულიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ 47 კლასიდან დაახლოებით 20 კლასში
კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ვირუსი დაუდასტურდათ როგორც
მოსწავლეებს, ისე პედაგოგებს.
"რამდენიმე კლასის გადაყვანით აირევა სასწავლო პროცესი. 15-20 კლასი რომ გადავიდეს ონლაინ სწავლებაზე და დანარჩენებმა კლასებში გააგრძელონ სწავლა, პრობლემური იქნება. 15 კლასში გვაქვს მინიმუმ 2-3 შემთხვევა. ბავშვები იზოლაციაში არიან. სადღაც ხუთი პედაგოგია ინფიცირებული. გასულ კვირას ხდებოდა ეს ყველაფერი. შესაბამისად, იკლო მოსწავლეთა დასწრებამ", - გვითხრა მამუკა ბულიამ.
ამას გარდა, მესამე სკოლაში დღეიდან გადავიდა ერთი პირველი კლასი დისტანციურ სწავლებაზე. რესურსცენტრის უფროსის თქმით, კიდევ არის რამდენიმე სოფლის სკოლა, სადაც კორონავირუსის შემთხვევების გამო, პრევენციის მიზნით კლასები ონლაინ სწავლებაზე გადაიყვანეს.