“არა კაც კლა” - ექიმებმა ზუგდიდში საპროტესტო აქცია გამართეს
ზუგდიდში ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს ყოფილი პრეზიდენტის,
მიხეილ სააკაშვილის
გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან, მრავალპროფილურ საავადმყოფოში
გადაყვანის მოთხოვნით.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ შეკრებილებს ხელში ეჭირათ ბანერები შემდეგი წარწერით - "გადაიყვანე, უმკურნალე", "არა კაც კლა", "პრეზიდენტს აქვს სიცოცხლის უფლება", "მოვითხოვთ შესრულდეს სამედიცინო კონსილიუმის გადაწყვეტილება".
ექიმ თეა ხარბედიას თქმით, ისინი არ არიან პოლიტიკოსები, არიან რიგითი ექიმები, რომლებიც შეაშფოთა პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გავრცელებამ, სადაც ექსპრეზიდენტი ფიგურირებს.
"მოვითხოვთ ჩვენი ჯანდაცვის მინისტრისგან, ეკატერინე ტიკარაძისგან, რომ მიაქციონ უფრო მეტი ყურადღება ჩვენს პრეზიდენტს და გადაიყვანონ მულტიპროფილურ კლინიკაში, რათა არ გაუარესდეს უფრო მეტად მისი მდგომარეობა, იყოს დაცული მისი, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება", - აღნიშნა მან.
აქციაზე იმყოფებოდა ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი ენმ-დან, კლინიკა "გულის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ანზორ მელია. მისი თქმით, თბილისიდან ჩამოვიდა და უერთდება სხვა ექიმების მოთხოვნას, რადგან ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მათი ვალდებულებაა.

"ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კი არა, მათხოვარიც რომ იყოს და ავადმყოფი, მას უნდა უშველოს ექიმმა. ახლა, როგორც არასდროს, ისე სჭირდება მრავალპროფილურ საავადმყოფოში ყოფნა. რომც შეწყვიტოს ბატონმა მიხეილმა ეს შიმშილობა, იმდენი გართულებები ექნება ამ პერიოდს, რომ აუცილებლად მრავალპროფილურ საავადმყოფოში ძალიან გამოცდილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. ეს მთავრობა ჩვენი მთავრობაცაა. სხვა საქმეა ჩვენ მოგვწონს ეს მთავრობა თუ არა, მაგრამ უნდა შევეგუოთ, რომ ეს მთავრობა განაგებს დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას. მაგრამ, არავითარ შემთხვევაში ექიმები არ მივცემთ იმის უფლებას, რომ მესამე პრეზიდენტი მოგვიკლან. საკმარისია ზვიად გამსახურდია როგორ მოგვიკლეს რუსებმა. ამის მოწმე მე თვითონ ვარ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ვიცი ძალიან ბევრი, ვინ დასდევდა და რატომ დასდევდა ბატონ პრეზიდენტს სამეგრელოს ტყეებში და როგორ მოკლეს", - განაცხადა ანზორ მელიამ.
დღესვე, ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებლოს წევრებმა ენმ-დან, შიმშილობა დაიწყეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.
ექიმებმა საპროტესტო აქცია დღეს ქუთაისშიც გამართეს.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, 46-ე დღეა შიმშილობს. მისი გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს ელენე ხოშტარია და კიდევ 9 დეპუტატი.
თბილისში ამავე მოთხოვნით ყოველ დღე საპროტეტსო აქციები იმართება.