3 დღეა თითქმის, არ ავმდგარვარ საწოლიდან - მიხეილ სააკაშვილი
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს. ის წერს,
რომ თითქმის სამი
დღეა საწოლიდან არ ამდგარა, თუმცა აქციის მონაწილეთა პროტესტი მას
აძლიერებს,
"დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიუხედავად დაშინებისა, რომელიც არ შეწყვეტილა ტელევიზიით, მიუხედავად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მთელი მათი ძალის გამოყვანისა, სამუშაო დღეს ამდენი გამოხვედით და ასეთი სულისკვეთებით.
3 დღეა თითქმის, არ ავმდგარვარ საწოლიდან და თქვენი ასეთი მძლავრი სოლიდარობის აქციის შემყურე, თქვენი შეძახილების განსაკუთრებით "საქართველო, საქართველო" გამგონე (რა თქმა უნდა, მადლობელი ვიყავი ჩემი სახელის სკანდირებაზეც), ისეთი ენერგია მომეცა, რომ საკანში ადგილს ვერ ვპოულობ და ერთი კუთხიდან მეორეში დავდივარ.
დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა.
დიდება თავისუფლებას!", - აცხადებს სააკაშვილი.
მესამე პრეზიდენტი 46-ე დღეა შიმშილობს. მისი გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს ელენე ხოშტარია და კიდევ 9 დეპუტატი.
თბილისში ამავე მოთხოვნით ყოველ დღე საპროტეტსო აქციები იმართება.
ექიმებმა სააკაშვილის მულტიფუნქციურ დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია დღეს ზუგდიდსა და ქუთაისში გამართეს.
ასევე, დღეს ახლადარჩეული საკრებლოს წევრებმა ენმ-და,იგივე მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს ზუგდიდში.