დაჟინებით მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დაჟინებით
მოუწოდებს
მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ. ამის შესახებ ამირან
გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი უკვე მისი ჯანმრთელობისთვის
ძალიან სახიფათოა და შესაძლოა ძალიან სწრაფად განვითარდეს
სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები.
"მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია. იქ არიან ხუთი გამორჩეული სპეციალობით ექიმები. მე თითოეულ მათგანს ძალიან კარგად ვიცნობ. მოგეხსენებათ, უხშირესად ჩვენ, ექიმები, აპოლიტიკური ხალხი ვართ. პაციენტთან არ ვიჭერთ არავითარ მხარეს. მეორე, ალტერნატიულ კონსილიუმშიც ჩემი ძალიან კარგი მეგობრები და პროფესიონალი ექიმები არიან. ამიტომ, ჩემი წინადადება და სურვილი არის ის, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ის უკვე პაციენტია და იმ ზღვარზე შეიძლება მივიდეს, როცა საჭირო გახდება გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა და დახმარება", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, რთულია შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდიც. ამიტომ უნდა დაეყრდნონ გაფართოებული კონსილიუმის სხდომას და დასკვნას. მათ უნდა თქვან, რა ტიპის მონიტორინგი სჭირდება დღეს მიხეილ სააკაშვილს, რა ტიპის სამედიცინო დახმარება და რეაბილიტაცია და სად უნდა გაიაროს მან ეს ყველაფერი.
მანვე მოუწოდა პოლიტიკოსებს და მედიას, გვერდზე გადადონ პოლიტიკური საკითხები და კონცენტრირდნენ ჯანდაცვით საკითხებზე - გადაწყვეტილება მიანდონ პროფესიონალ ექიმებს.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა სააკაშვილთან ნაცნობობაზე, მის ოჯახთან ახლობლობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ დღეს საუბრობს, როგორც ექიმი პაციენტზე.
მესამე პრეზიდენტი 47-ე დღეა შიმშილობს. მისი გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს ელენე ხოშტარია და კიდევ 9 დეპუტატი.
თბილისში ამავე მოთხოვნით ყოველ დღე საპროტეტსო აქციები იმართება.
ექიმებმა სააკაშვილის მულტიფუნქციურ დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია ზუგდიდშიც გამართეს.
ასევე, დღეს ახლადარჩეული საკრებლოს წევრებმა ენმ-და,იგივე მოთხოვნით, ზუგდიდში შიმშილობა დაიწყეს.