ჩემი აზრია, ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი - ექსპერტთა ჯგუფის წევრი სააკაშვილზე
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრის, კლინიკა
"ღია გულის" ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის
ხელმძღვანელ გიორგი გრიგოლიას განცხადებით, საქართველოს მესამე
პრეზიდენტი ნამდვილად შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
ძალიან ახლოს არის დამძიმებასთან. ექიმის სიტყვებით, ექსპერტთა ჯგუფი
საბოლოო დასკვნისთვის, ერთმანეთში შეჯერდება, "თუმცა ჩემი პირადი აზრი
არის, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის
მიზანშეწონილი", - აღნიშნა მან.
გრიგოლიამ ამედიასთან კომენტარი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან და ომბუდსმენთან ერთად ვიზიტის შემდეგ, გვიან ღამით გააკეთა.
"სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს, ამას ადასტურებს ყველა, ვინც იქ არის. მდგომარეობა ვერ ვიტყვი, რომ საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება. მის ანალიზებში არის ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და მკურნალობას.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეს არის შექმნილი ორი კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული, საკმაოდ კარგად აღჭურვილი, სტაფი გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან, იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველ დღე. უარყოფით არის ის, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს. ადრე ასეთი რამ არ იყო და ისეთი პაციენტი, როგორიც არის დღევანდელ დღეს მიხეილ სააკაშვილი, ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია.
საბოლოო დასკვნებს, ალბათ ერთმანეთში შევჯერდებით, რადგან სხვადასხვა საქმეებით ვიყავით დაკავებული, მაგრამ ჩემი პირადი აზრი არის, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი", - განაცხაგიორგი გრიგოლიამ.
სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში არიან კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული სამედიცინო დარგის შემდეგი სპეციალისტები.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისი დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მხარდამჭერები აქციებს ქვეყნის მასშტაბით მისი დაკავების დღიდან ატარებენ.
პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.