არ მივცემთ ძველ საკრებულოს ბიუჯეტის განხილვის უფლებას - მოშიმშილებმა საკრებულოს დარბაზში გადაინაცვლეს
ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს მოშიმშილე წევრებმა, ფრაქცია ენმ-ის
ოთახიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადმოინაცვლეს. მათი თქმით, არ
მისცემენ ძველ წარმომადგენლობით ორგანოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
განხილვის შესაძლებლობას.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოშიმშილეებისთვის ლეიბების ამოტანის პროცესს ხმაური მოჰყვა. დაცვა ოპოზიციას ამის საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ, რამდენიმეს ამოტანა მათ მაინც მოახერხეს. ადგილზე უკვე დააგეს ოთხი ლეიბი, სადაც მოშიმშილეები განთავსდნენ.
ისინი ამბობენ, რომ წინა მოწვევის საკრებულო ცდილობს ახლის შეკრებამდე, დაჩქარებული წესით მიიღოს მთავარი საფინანსო დოკუმენტი. ანა წითლიძის განცხადებით, ხელისუფლებას ახალი საკრებულოს პირობებში ეშინია ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის, რადგან თუკი ზედიზედ ორჯერ ვერ ჩავარდება ეს პროექტი, სამართლებრივი საფუძველია მერის და წარმომადგენლობითი ორგანოს ხელახალი არჩევნების დანიშვნის. ენმ-ის წევრის გამარტებით, დღეს ადგილობრივი თვითმმართველობა სწორედ ამ პროცესების თავიდან არიდებას ცდილობს.
მანვე მოუწოდა 2017 წლის მოწვევის საკრებულოს წევრებს, ნუ შეასრულებენ უკანონო დავალებას, რადგან ადრე თუ გვიან ეს ყველას მოეკითხება.

"ადგილობრივი ხელისუფლება აპელირებს, რომ 15 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს ბიუჯეტის განხილვა. კი, ეს ნამდვილად ასეა, ფრაქციებმა 15 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ ბიუჯეტის განხილვა, მათ შორის სამოქალაქო სექტორთან, მაგრამ კოდექსს აქვს დათქმა - მიღების ვადა 30 დეკემბრამდე. საკრებულოს შეუძლია დაიწყოს ბიუჯეტის განხილვა, მაგრამ ვალდებულება იმის, რომ მათ მიიღონ ეს ბიუჯეტი, არ აქვთ. მათ შეუძლიათ ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც იქნება ბიუჯეტთან დაკავშირებით, გადასცენ ახალ საკრებულოს და შემდეგ, ახალმა საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ლეგიტიმური არის ახალი საკრებულო, ამ შენიშვნებს და რეკომენდაციებს გაითვალისინებს თუ არა. ამიტომ, დათქმა 15 ნოემბერი არის არასწორი, რა დათქმაც ადგილობრივ ხელიუფლებას აქვს.
ეს განხილვები ითვალისწინებს მათ შორის მოქალაქეებთან ბიუჯეტის პროექტის განხილვას. ეს არ ითვალისწინებს იმას, რაც გააკეთეს, რომ ერთ დღეში საკრებულოს ყველა კომისიამ განიხილა ეს ბიუჯეტი", - აღნიშნა ანა წითლიძემ.
მისივე თქმით, ტყუილია მმართველი გუნდის მიერ გავრცელებული ცნობები, რომ წინა მოწვევის საკრებულოში მოქმედი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები მონაწილეობენ ბიუჯეტის პროექტის განხილვაში, რადგან პროცესი არალეგიტიმურად მიაჩნიათ.
თავის მხრივ, 2017 წლის მოწვევის საკრებულოს წევრის, ბათლომე შელიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს ბიუჯეტი დაჩქარებული წესით მიიღოს და ხდება ბიუჯეტით და საკრებულოს დეპუტატებით მანიპულირება, რომლებსაც მუშაობის ვადა ეწურებათ.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის იმ საკრებულოს წევრებს, რომლებსაც ვადა უმთავრდებათ, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუდმივად იყვნენ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ჩართული, ასევე საკრებულოს მუშაობაში, ჩაიხედონ კარგად რა ხდება, რას შვრება დღევანდელი მოქმედი ხელისუფლება და ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, რომ მომავალ საკრებულოზე და მომავალ მერზე გადავიდეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ ბიუჯეტის მიღებით უნდა აიღოს საკრებულომ და მერიამ", - აღნიშნა ბათლომე შელიამ.
დღეს ერთ-ერთ მოშიმშილე მაია კალანდიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა წნევის ცვლილების გამო. ამის მიუხედავად, ის პროტესტს განაგრძობს არ აპირებს "ქართულ ოცნებასა" და მათ აქტივისტებზე მორგებული ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების უფლებას.
ზუგდიდის ბიუჯეტის განხილვა უკვე დაწყებულია. მას წინა მოწვევის საკრებულო განიხილავს.
კანონმდებლობით, 2017 წლის მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა ახალი საკრებულოს შეკრებამდე აქვს. როდის შეიკრიბება ახალი, ჯერ უცნობია.

ზუგდიდის ახლადარჩეულმა საკრებულოს წევრებმა შიმშილობა 15 ნოემბერს დაიწყეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კერძო კლნიკაში გადაყვანის მოთხოვნით.
საკრებულოში შიმშილობენ საკრებულოს წევრები - მაია კალანდია, ირაკლი სორდია, ხათუნა შამუგია,დარიკო არქანია და ექიმი მალხაზ ჯალაღონია.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, 48-ე დღეა შიმშილობს. მისი გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს ელენე ხოშტარია და კიდევ 9 დეპუტატი.
თბილისში ამავე მოთხოვნით ყოველ დღე საპროტეტსო აქციები იმართება. ოპოზიციის განცხადებით, საპროტესტო მუხტი არ შენელდება და სახლებში მანამ არ შევლენ, ვიდრე ეს და კიდევ ერთი მოთხოვნა "მოპარული არჩევნების" დაბრუნებაზე არ შესრულდება.