მოშიმშილეები ზუგდიდის საკრებულოს სხდომთა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან, სადაც
ფრაქცია
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სხდომა უნდა დაიწყოს,
მოშიმშილეები ძალის გამოყენებით გაიყვანა პოლიციამ.
ახლადარჩეული საკრებულოს წევრებმა ენმ-დან და ექიმმა მალხაზ ჯალაღონიამ მანამდე გაფრთხილება მიიღეს საკრებულოსგან, რომ წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობისთვის ხელი არ შეეშალათ. შემდეგ დაცვამ და მოგვიანებით პოლიციამ სთხოვა ამ ადამიანებს, დაეტოვებინათ დარბაზი, თუმცა უარი მიიღეს. საბოლოოდ, ეს ყველაფერი დაპირისპირებაში გადაიზარდა და ოპოზიცია ძალით გაიყვანეს დარბაზიდან.
ისინი ამბობენ, რომ მათ ხელზე დაზიანებები, ნაკაწრები აღენიშნებათ. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება იმყოფება. სამედიცინო დახმარება დასჭირდა უკვე მეორედ დღეს ერთ-ერთ მოშიმშილე მაია კალანდიას.
პოლიციამ მედიასაც მოუწოდა, საკრებულოს სხდომათა დარბაზის მიმდებარე ტერიტორია დატოვოს.
მანამდე პარლამენტარმა ანა წითლიძემ მიმართა პოლიციას, რომ ისინი მმართველი პარტიის დავალებებს კი არ უნდა ასრულებდნენ, კანონს უნდა იცავდნენ.
ოპოზიცია ამბობდა, რომ "ვადაგასულ საკრებულოს" ბიუჯეტის პროექტის განხილვის საშუალებას არ მისცემდა.
მოშიმშილეები საკრებულოს დერეფნიდანაც გაიყვანეს სამართალდამცველებმა.
ადგილზე რჩება პოლიცია. სიტყვიერი დაპირისპირება მოშიმშილეებს და სამართალდამცველებს შორის გრძელდება.
ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს მოშიმშილე წევრებმა და ექიმმა მალხაზ ჯალაღონიამ, ფრაქცია ენმ-ის ოთახიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადმოინაცვლეს. მათი თქმით, არ მისცემენ ძველ წარმომადგენლობით ორგანოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესაძლებლობას.
ოპოზიციის განცხადებით, წინა მოწვევის საკრებულო ცდილობს ახლის შეკრებამდე, დაჩქარებული წესით მიიღოს მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რადგან ახალი საკრებულოს პირობებში, პროექტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, მერის და საკრებულოს ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ადგილობრივი ხელისუფლება კი, როგორც ირწმუნებიან, სწორედ ამ პროცესის თავიდან არიდებას ცდილობს.
ზუგდიდის ახლადარჩეულმა საკრებულოს წევრებმა შიმშილობა 15 ნოემბერს დაიწყეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კერძო კლნიკაში გადაყვანის მოთხოვნით.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ჭეჟიას თქმით კი, ისინი ბიუჯეტს პროექტს განიხილავენ გრაფიკის მიხედვით და სხვა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
მოშიმშილეები ამბობენ, რომ პროტესტს გააგრძელებენ. მათ იძულებით ისევ ფრაქციის ოთახში დაბრუნება მოუწიათ.
ფრაქცია "ქართული ოცნება" კი ოპოზიციის და მედიის გარეშე განიხილავს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს. სხდომათა დარბაზში საბოლოოდ არც ჟურნალისტები შეუშვეს.