საკრებულოები რომელ დღეს მიიღებენ ბიუჯეტს, ეს მათი გადასაწყვეტია - სოზარ სუბარი
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის
განცხადებით,
საკრებულოებმა ბიუჯეტის პროექტი კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიიღონ.
მისი თქმით, კონკრეტულად ვინ რომელ დღეს დაამტკიცებს ბიუჯეტს, ეს
საკრებულოების გადასაწყვეტია, ამ საქმეში პარლამენტი ვერ ჩაერევა,
რადგან ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო დამოუკიდებელია.
"საკითხს თითოეული მუნიციპალიტეტი თავად გადაწყვეტს და კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ სადმე კანონი ირღვევა, ინფორმაცია მოგვაწოდონ, პარლამენტიდან განგაშს ავტეხთ. მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს შეუძლიათ, პარლამენტში შემოვიდნენ და განგაში ატეხონ, მაგრამ არ მგონია, სადმე კანონი ირღვეოდეს..
სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა, თავის საქმეს მიხედოს. სადაც ჩვენ ვართ უმრავლესობაში, ჩვენ მივხედავთ ჩვენს საქმეს. სადაც ერთობლივად არის რაღაც გადასაწყვეტი, ერთად გადავწყვეტთ. სადაც მოლაპარაკება იქნება შესაძლებელი, მოილაპარაკებენ. ეს არის პოლიტიკური პროცესი მუნიციპალურ დონეზე – ეს ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა", – განუცხადა სოზარ სუბარმა საზოგადობრივი მაუწყებლის პირველ არხს.
.
დღესვე პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა მოუწოდა "ქართულ ოცნებას" , არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე.
ზუგდიდის საკრებულოში, 2022 წლი ბიუჯეტის პროექტის განხილვა ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. მანამდე, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა სხდომათა დარბაზი მოშიმშილეებს და აქციის სხვა მონაწილეებს. ისინი ამბობდნენ, რომ "ვადაგასულ საკრებულოს" არ მისცემდნენ უფლებას, მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაჩქარებული წესით მიეღოთ. საბოლოოდ, განხილვაზე არც მედია დაუშვეს. მოსიმშილეები კი ისევ ფრაქციის ოთახში დაბრუნდნენ. ისინი პროტესტის ამ ფორმას მესამე დღეა მიმართავენ.
ოპოზიციის განცხადებით, წინა მოწვევის საკრებულო ცდილობს ახლის შეკრებამდე, დაჩქარებული წესით მიიღოს მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რადგან ახალი საკრებულოს პირობებში, პროექტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, მერის და საკრებულოს ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ადგილობრივი ხელისუფლება კი, როგორც ირწმუნებიან, სწორედ ამ პროცესის თავიდან არიდებას ცდილობს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ჭეჟიას თქმით კი, ისინი ბიუჯეტს პროექტს განიხილავენ გრაფიკის მიხედვით და სხვა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.