ჩვენ მაინც ვაპირებთ დავიკავოთ სხდომთა დარბაზი, ვნახოთ ვინ ვის დაღლის - წითლიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტარი ანა წითლიძე აცხადებს,
რომ საკრებულოს
სხდომათა დარბაზში მოშიმშილეები მაინც შევლენ, მიუხედავად იმისა, რომ
დღეს ისინი ძალის გამოყენებით გამოაძევეს:
"ვნახოთ ვინ ვის დაღლის და ვნახოთ, როდემდე ჩადგება აქ გაძლიერებული პოლიციის კორდონი. ყველამ უნდა იცოდეს რასთან გვაქვს საქმე, არალეგიტიმური საკრებულო ამტკიცებს 2022 წლის ბიუჯეტს. ეს არის კანონდარღვევა. მას არ აქვს ამის უფლება იმიტომ, რომ არა აქვს უფლებამოსილება, რომელმაც უნდა მიიღოს ეს", - აღნიშნა წითლიძემ.
დღეს ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" პროტესტის და პოლიციელების დაცვის ფონზე განიხილა 2022 წლის ფინანსური დოკუმენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის. სხდომაზე არც მედია შეუშვეს. მანამდე წარმომადგენლობით ორგანოში ხმაური იყო. სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს ბიუჯეტის პროექტის განხილვის ოთახიდან მოშიმშილეები და აქციის მონაწილეები.
ოპოზიციის განმარტებით, საკრებულო ცდილობს ახლის შეკრებამდე, დაჩქარებული წესით მიიღოს ბიუჯეტის პროექტი, რადგან ახალი საკრებულოს პირობებში, პროექტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, მერის და საკრებულოს ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ადგილობრივ ხელისუფლებას კი, როგორც ირწმუნებიან, სწორედ ამ პროცესის თავიდან არიდება სურს.
ბრალდებებს მმართველი გუნდი უარყოფს. თქმით კი, ისინი ბიუჯეტს პროექტს განიხილავენ გრაფიკის მიხედვით და სხვა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.