აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა დაინიშნა
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ე.წ. საგარეო
საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა დანიშნა. ბრძანება 17 ნოემბრით
თარიღდება. მან დაურ კოვე ჩაანაცვლა.
ინალ არძინბა დე ფაქტო მთავრობის წევრებს უკვე წარუდგინეს. ინფორმაციას "პრეზიდენტის" პრესსამსახური ავრცელებს.
ასლან ბჟანიამ გამოთქვა იმედი, რომ ახალ "მინისტრს" კოლექტივთან კონსტრუქციული და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები ექნება და უწყების მუშაობაც წარმატებული იქნება.
ინალ არძინბამ ასლან ბჟანიას მადლობა უთხრა გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში არსებული სირთულეების მიუხედავად, კარგად კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელი იქნება სასურველი შედეგების მიღწევა.
ინალ არძინბა აფხაზეთის "პირველი პრეზიდენტის", ვლადისლავ არძინბას ნათესავია. მისი საქმიანობა წლებია რუსეთს უკავშირდება. ის მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, იყო დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი და ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქთან მოქმედ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.
თავის მხრივ, დაურ კოვემ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშოსთვის, ახალ ე.წ. მინისტრს კი წარმატებები უსურვა.
ის ამ პოზიციაზე 2016 წლიდან მუშაობდა. დაურ კოვესთან ინტერვიუ "ლაივპრესმა" 2018 წელს ჩაწერა.