ახალი ამბები
საკრებულოს თანამდებობის პირთა რაოდენობა არ უნდა გაიზარდოს -„გამჭვირვალობა“
FaceBook Twitter
E-mail Print
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აფასებს "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტი საკრებულოებში მისი ეფექტური საქმიანობის მიზეზით თანამდებობის პირთა რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს.

TI-საქართველოს შეფასებით, გაუგებარია, თანამდებობის პირთა რაოდენობის გაზრდა როგორ გააუმჯობესებს და გახდის უფრო ეფექტურს საკრებულოს საქმიანობას, როგორც ეს კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებების რეალურ მიზანს წარმოადგენს საკრებულოებში არჩეული მმართველი პარტიის აქტიური წევრების თანამდებობებით უზრუნველყოფა და სახელმწიფო სახსრებით დაფინანსება. ეს კი, არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, კიდევ უფრო გააუარესებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს და პოლიტიკური კონკურენციის პირობებს ქვეყნის რეგიონებში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მმართველ პარტიას, ისედაც გაცილებით მეტ რესურსზე მიუწვდება ხელი, ვიდრე ოპოზიციას.

"საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდა, პირველ რიგში, გაზრდის საბიუჯეტო დანახარჯებს. დღეის მდგომარეობით, საკრებულოების 64 თავმჯდომარეს 73 მოადგილე ჰყავს, ამ ცვლილებით კი მათი რაოდენობა დაახლოებით 195-მდე გაიზრდება.

საკრებულოს თანამდებობის პირებზე გაიცემა შრომის ანაზღაურება, საწვავის, სატელეფონო კომუნიკაციის, მივლინებისა და სხვა ხარჯები. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2022 წლიდან მუნიციპალიტეტების უმეტესობაში შრომის ანაზღაურების მოცულობა ისედაც იზრდება, ახალი თანამდებობების შემოღება კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ადგილობრივ მწირ საბიუჯეტო რესურსებს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიაჩნიათ, რომ არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით მინიმალურია იმის გარანტია, რომ ახალი თანამდებობის შემოღება ხელს შეუწყობს საკრებულოს საქმიანობისა თუ აღმასრულებელ ორგანოებზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდას - საკრებულოთა საქმიანობა არ არის ეფექტური იმ მუნიციპალიტეტებშიც, სადაც თავმჯდომარეებს დღესაც ორი მოადგილე ჰყავთ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ არაერთხელ შეისწავლა ქუთაისის, ზუგდიდის და ბათუმის საკრებულოთა საქმიანობა და ყველა შემთხვევაში საკრებულოები აღმასრულებელ ორგანოზე და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებენ. საკრებულოები უმეტეს შემთხვევაში ფორმალურად აკონტროლებენ მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდა მხოლოდ ერთი ერთეულით, შესაძლოა, მხოლოდ იმ შემთხვევაში იყოს გამართლებული, თუკი ორიდან ერთი მოადგილე საკრებულოში მყოფი ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის/ბლოკის წარმომადგენელი იქნება, თუმცა მსგავსი პირობა საკანონმდებლო ინიციატივაში არ არის დათქმული.

რაც შეეხება ფრაქციებს, ერთის მხრივ, კარგია, რომ იცვლება ფრაქციის შექმნის წესი და გამოირიცხება მათი რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის შესაძლებლობა, თუმცა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდა ავტომატურად ვერ გააუმჯობესებს ფრაქციათა საქმიანობას.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა 2017 წლის დეკემბრიდან შემოიღეს, თუმცა მოლოდინი იმისა, რომ ახალი თანამდებობა ფრაქციის საქმიანობის ეფექტურობას გაზრდიდა, არ გამართლდა. ეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევებმაც დაადასტურა - ჩვენს მიერ შესწავლილ ყველა საკრებულოში არის არაერთი ფრაქცია, რომელთაც არცერთი ინიციატივა არ ჰქონიათ.

პრობლემურია ის გარემოებაც, რომ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები არიან თანამდებობის პირები და იღებენ შესაბამის ხელფასს, მაგრამ აღარ ავსებენ დეკლარაციას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდა კიდევ უფრო გაართულებს საკრებულოში ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევების გამოვლენისა და პრევენციის შესაძლებლობებს", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" რეკომენდაციით:

საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდაზე;

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები კი, სხვა თანამდებობის პირების მსგავსად, უნდა იყვნენ ვალდებულნი, შეავსონ ქონებრივი დეკლარაციები.
საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობა იზრდება, კერძოდ:

საკრებულოს თავმჯდომარეს ეყოლება სამი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე. დღეის მდგომარეობით საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, იმ მუნიციპალიტეტში კი, სადაც 100 000 ამომრჩეველზე მეტი ცხოვრობს შესაძლოა ჰყავდეს 2 მოადგილე. თბილისის საკრებულოში თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს პირველი მოადგილე და მოადგილეები (რაოდენობა არ არის დაკონკრეტებული).

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, რომელსაც ამჟამად ჰყავს ერთი მოადგილე, ფრაქციის ყოველ 5 წევრზე უფლებამოსილი იქნება, ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. მოქმედი რედაქციით, ფრაქციის თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავს და თუ ფრაქციაში 9 წევრზე მეტია გაწევრებული, შესაძლებელია ჰყავდეს დამატებით 1 მოადგილე. თბილისის საკრებულოში, ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს 1 მოადგილე, ხოლო ფრაქციის ყოველ 9 წევრზე იგი უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით 1 მოადგილე. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს შეუძლია ჰყავდეს არაუმეტეს 3 მოადგილისა.

ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს ერთზე მეტი ფრაქციის შექმნის უფლება არ ექნებათ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია
რუსი სამხედროების
16:49 / 06.10.2022
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია რუსი სამხედროების
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე,
12:51 / 06.10.2022
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ
შორის ერთი სამეგრელოში.
11:30 / 06.10.2022
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ შორის ერთი სამეგრელოში.
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და
ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
10:05 / 06.10.2022
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.