კონტროლირებად ტერიტორიაზე 800-ზე მეტ კოვიდ პაციენტს ვუმკურნალეთ - შერიგების მინისტრი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის, თეა ახვლედიანის
განცხადებით, ამ დრომდე, კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობა გაეწია
800-ზე მეტ კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს, რომლებიც ოკუპირებული
ტერიტორიებიდან გადმოიყვანეს. ამის შესახებ მან ერთი წლის მუშაობის
შეჯამებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, გლობალური პანდემიის ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის დახმარებამ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, რაც კორონავირუსის გავრცელების პირველივე ეტაპიდან რამდენიმე კომპონენტად, ძირითადად, აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით განხორციელდა. მათ შორის, მოხდა სამედიცინო საშუალებების მიწოდება ოკუპირებული რეგიონისთვის, ცნობიერების ამაღლება, ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარება. პარარელურად კი, რუხის კოვიდ კლინიკა ამოქმედდა.
"გაწეული ძალისხმევის შედეგად ასევე შესაძლებელი გახდა პაციენტების მართვა საველე ჰოსპიტალში ენგურის ხიდთან, დახმარების გამოყოფა ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსული 247 სტუდენტისთვის, ვაქცინაციის ეროვნული სქემის გავრცელება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე გამარტივებული წესით, ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე", - აღნიშნა მინისტრმა.
თეა ახვლედიანის თქმით, ე.წ. გადასასვლელის ხანგრძლივი ჩაკეტვის პირობებში, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით, მოხერხდა ჰუმანიტარული კორიდორის ამოქმედება, პირველ ეტაპზე პენსიონერების, მრავალშვილიანი ოჯახების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ენგურის ხიდთან პენსიისა და სხვა შემწეობის, ასევე სააფთიაქო მომსახურების მისაღებად.
მინისტრისვე განცხადებით, აფხაზეთის რეგიონიდან 1000-ზე მეტი სტუდენტი, მოსწავლე და მათი ოჯახის წევრები გადმოყვანეს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლის გასაგრძელებლად.
ამასთან, თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა ენგურის ხიდის სრულად გახსნაზე, რომელიც პანდემიაში მხოლოდ რამდენჯერმე, ცალმხრივად გაიხსნა. ამასთან, აღნიშნა, რომ აფხაზეთის რეგიონში საერთაშორისო პარტნიორებმა თბილისის თანხმობით დაიწყეს ნდობის აღდგენისკენ მიმართული 100-ზე მეტი ახალი პროექტი.
"ჩვენ არაერთხელ, საჯაროდ თუ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა არხის გამოყენებით, დავადასტურეთ და ახლაც ვაცხადებთ მზაობას ანალოგიური დახმარება გავუწიოთ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას, თუმცა ცხინვალის დესტრუქციული მიდგომის და უარის შედეგად დახმარების გაწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონში მოქმედ ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან იმისთვის, რომ მათი მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს ადგილზე სათანადო ჩართულობა და მოსახლეობის დახმარება", - აცხადებს შერიგების მინისტრი.