ახალი ამბები
სააკაშვილი მოსხლეტით წაიქცა, საკაცით გაიყვანეს - ადვოკატი
მიშა ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ უნდა ასულიყო ზემოთ... და მოსხლეტით წაიქცა. რამდენიმე წუთში საკაცე ჩამოიტანეს და წაიყვანეს, - უთხრა ჟურნალისტებს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა.

მისი სიტყვებით, არ იცის ამ წუთას სად არის და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა:

"აყვანილია. მანამდე ვესაუბრეთ. ძალიან მძიმედ იყო, როცა ვხვდებოდით. 10 წუთია რაც აიყვანეს დაახლოებით. როცა წაიქცა, იქ წაქცეულზე, ხელით ვუხსნიდი თვალებს", - თქვა უფლებადამცველმა.

მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა შიმშილობს. ის თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებული იყო ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

მისი გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის თუ საკრებულოს დეპუტატები თბილისსა და სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში ამ დრომდე შიმშილობენ.