ახალი ამბები
ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ მოშიმშილეები ზუგდიდში
FaceBook Twitter
E-mail Print
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 15 ნოემბერს დაიწყეს შიმშილობა, ზოგადი სისუსტე აღენიშნებათ. თითქმის ყველა მათგანს დაბალი აქვს სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონე. მიუხედავად ამისა, როგორც პარლამენტის წევრი ენმ-დან ანა წითლიძე აცხადებს, აქციის მონაწილეები მოთხოვნის შესრულებამდე შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობენ. 

წითლიძე განმარტავს, რომ დღეს, შიმშილობის მეხუთე დღეს ყველაზე სუსტად ხათუნა შამუგია და დარიკო არქანი არიან. მათთვის საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.

დღესვე, როგორც დეპუტატი განმარტავს, მოშიმშილეებთან საკუთარი ინიციატივით მივიდნენ "ევექსის" კლინიკის ექიმები და სისხლის ანალიზი გაუკეთეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა15 ნოემბერს დაიწყო ხუთმა პირმა. მათ შორის ოთხი - მაია კალანდია, ირაკლი სორდია, ხათუნა შამუგია და დარიკო არქანია ახლადარჩეული საკრებულოს წევრია. მეხუთე, მალხაზ ჯალაღონია კი პარტიის მხარდამჭერი. ის 2020 წელს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატიობის კანდიდატი იყო ენმ-დან.

სააკაშვილის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობის აქცია პირველად "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დაიწყო. მოგვიანებით მას შეუერთდნენ პარლამენტარები, ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს წევრები. პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, პირველ ოქტომბერს დააკავეს, 50-ე დღეა შიმშილობს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

18 ნოემბრის საღამოს მან ადვოკატებთან შეხვედრისას გონება დაკარგა. მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილური გახდა. ექიმ-რეანიმატოლოგმა კი აღნიშნა, რომ პაციენტი კოტაქტურია, და რომ ეს იყო მცირე ხნით გონების დაკარგვა. მიზეზი კი სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ დადგინდება.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უნდა მოხდეს. მათი დასკვნით, ასეთ პირობებს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულების კლინიკა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება, არ აკმაყოფილებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მხრიდან,
16:00 / 26.09.2022
რუსეთის მხრიდან, "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა. ფოტოები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.