რეჟიმი და ხელისუფლება ვაიძულეთ - ნიკა მელია რატი ბრეგაძის შეთავაზებაზე
ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, მათ "გზაში დააწიეს"
ინფორმაცია, რომ
მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში სთავაზობენ გადაყვანას,
თუმცა არ დაიშლებიან მანამ, სანამ ექსპეზიდენტს ნამდვილად არ
გადაიყვანენ გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან. მისი თქმით,
დაახლოებით იცის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააკაშვილი, თუმცა ამ
წუთებში მასთან "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები არიან და
სწორედ ისინი გააცნობენ საზოგადოებას ამ გადაწყვეტილების
შინაარსს.
ნიკა მელია ამბობს, რომ რეჟიმი და ხელისუფლება აიძულეს ის განეცხადებინათ, რაც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
"ქართულ ოცნებას"უნდოდა ჩვენი ჩათრევა ძალადობრივ პროცესებში და პროცესები ძალადობრივად წარმართულიყო. მაშინ, რომ მთელი მსოფლიოს და ადგილობრივი საზოგადოების თვალში თავი აქვთ მოჭრილი, მთელი მორალური უპირატესობა არის საზოგადოების მხარეს და ოლიგარქს არაფერი აღარ დარჩა, გარდა თოფიანი ადამიანებისა, ისინი ეძებდნენ საბაბს, როგორ გამოეყენებინათ ძალა და ჩაეხშოთ პროტესტი და ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე პირობებში ემყოფებინათ მიხეილ სააკაშვილი.
მაგრამ მადლობა თქვენ ამისთვის, რომ არ ავყევით ამ რეჟიმს ძალადობრივ პროცესებში და სისხლი არ დავაღვრევინეთ და რუსული ოცნება მორიგ ჯერზე არ ავუხდინეთ, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო სისხლიან დაპირისირებას. ამას გეგმავდნენ, რადგან სხვაგვარად არიან მოშიშვლებულები. დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს. გასაგებია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მძიმე მდგომარეობაშია და აქ ჩვენ დრო ბევრი არ გვქონდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ უმნიშვნელოვანესი და მტკივნეული დღეები ძალიან სწორად გავიარეთ და არ მივეცით ამ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ მოგონილი საქმეებით სისხლი დაეღვარათ და მერე ეთქვათ, რომ სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ და ჩაეხშოთ ყველა პროტესტი", - განაცხადა ნიკა მელიამ.
აქციის მონაწილეები, მათ შორის რეგიონებიდან, რესპუბლიკის მოედანზე რჩებიან.
ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ ექსპრეზიდენტს სთავაზობენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით იცავენ არა მარტო სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლეს, ვინც ამჟამად შიმშილობს, მათ ჯანმრთელობას.
მინისტრმა ოპოზიციური პარტიები გააფრთხილა, რომ პატიმრის გადაყვანისას ნებისმიერი სახის ხელის შეშლის მცდელობისას, პატიმარს დააბრუნებენ #18-ე დაწესებულებაში.
მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. მისი მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, დეპუტატები და საკრებულოს წევრები შიმშილობენ თბილისსა და რამდენიმე რეგიონში.