ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას აქციის დაწყებიდან
მეჩვიდმეტე დღეს წყვეტს. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად მან მიხეილ
სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზება დაასახელა.
ელენე ხოშტარიამ ასევე აღნიშნა, რომ ელოდება ექიმს, რადგან შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვანია.
"(სააკაშვილის) გორში გადაყვანა, როგორც გადაწყვეტილება, ეს არის ამ უკიდურესი კრიზისის ფონზე გამოსავალი და ჩემი შიმშილობის შეწყვეტის. ასევე ველოდები და ვიბრძოლებ, გავაგრძელებ ბრძოლას, რომ ეს პროცესი დასრულდეს ბოლომდე, ის იყოს გორში უსაფრთხოდ და გაგრძელდება ბევრი პოლიტიკური ბრძოლა. მე ახლა ველოდები ექიმს. რეაბილიტაციის პროცესი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი", – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
დღეს, 19 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა გიორი აბრამიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, ასევე ხელი არ სეეშალოს მის ჰოსპიტალში გადაყვანის პროცესს და შემდეგ არ გაიმართოს აქციები გორის ჰოსპიტალთან.
მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. გუშინ საღამოს მან ადვოკატებთან შეხვედრისას გონება დაკარგა. მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილური გახდა. ექიმ-რეანიმატოლოგმა კი აღნიშნა, რომ პაციენტი კოტაქტურია, და რომ ეს იყო მცირე ხნით გონების დაკარგვა. მიზეზი კი სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ დადგინდება.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა ორი დღის წინ გამოაქვეყნა.
ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებული იყო ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
ომბუდსმენის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მთავრობას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც მოუწოდა.
სააკაშვილის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით ქვეყნის მასშტაებით არაერთი მოქალაქე შიმშილობს. შიმშილობის აქცია პირველად "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დაიწყო. მოგვიანებით მას შეუერთდნენ პარლამენტარები, საკრებულოს წევრები. პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ.