მაყოვნებენ სააკაშვილთან შესასვლელად, რომელმაც გადაყვანაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - ხერხეულიძე
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხულიძე აცხადებს, რომ მის შესვლას
მიხეილ სააკაშვილთან
გლდანის სამკურნალო დაწესებულებასთან აბრკოლებენ ხელოვნურად.
ხერხეულიძის თქმით, აქვს საშვი, პისიარ ტესტის პასუხი და მისი მხრიდან
არანაირი ბარიერი არ არსებობს დაყოვნების, თუმცა აქ უკვე ერთ საათზე
მეტია იცდის."ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის განმარტებით,
ექსპრეზიდენტმა მოითხოვა ადმინისტრაციისგან, რომ მასთან მოვიდნენ
ადვოკატი ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული, რათა მათთან შეთანხმებით
მოხდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე შეთანხმება.
"მას შემდეგ, რაც ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანისას მოატყუეს, თავისთავად არებობს დიდი უნდობლობა, რის საფუძველზეც, მხოლოდ ექიმების შეთავაზების საფუძველზე და ადმინისტრაციის შეთავაზებით ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების მიღებას. მისი მოთხოვნა გახლავთ შემდეგი - თუ შესაცვლელი გახდება ლოკაცია, მას უნდა ესწრებოდნენ მიხეილ სააკაშვილის პირადი ადვოკატები, პირადი ექიმი, ან ჩვენგან წარმომადგენელი. მე ვარ აქ მოსული იმისთვის, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობა. რა გარემოებებიც შეუწყობს ამას ხელს, შევეცდები ჩემი მოსაზრება გავუზიარო და დავარწმუნო. ძალიან ცუდად იქცევა ადმინისტრაცია, რომ აყოვნებს ჩემს შესვლას. ყოველი წუთი მნიშვნელოვაია", - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.
ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ ექსპრეზიდენტს სთავაზობენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით იცავენ არა მარტო სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლეს, ვინც ამჟამად შიმშილობს, მათ ჯანმრთელობას.
მინისტრმა ოპოზიციური პარტიები გააფრთხილა, რომ პატიმრის გადაყვანისას ნებისმიერი სახის ხელის შეშლის მცდელობისას, პატიმარს დააბრუნებენ #18-ე დაწესებულებაში.
მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. მისი მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, დეპუტატები და საკრებულოს წევრები შიმშილობენ თბილისსა და რამდენიმე რეგიონში.
რამდენიმე წუთის წინ ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ის წყვეტს შიმშილობას.