ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალი სრულადაა აღჭურვილი საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით - ტიკარაძე
FaceBook Twitter
E-mail Print
ჯანდაცვის მიისტრი სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მწყობრიდანაა გამოსული ემერტეს აპარატი. ეკატერინე ტიკარაძის მტკიცებით, მიმდინარეობს პროგრამული განახლება და მიხეილ სააკაშვილს შეუფერხებლად მიაწვდიან ყველა საჭირო სერვისს. მისივე თქმით, ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი ყველა იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც პაციენტს ესაჭიროება.

მინისტრი ირწმუნება, რომ როგორც რუსთავის, ასევე გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილს უტარდებოდა ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ესაჭიროეოდა და ნამდვილად არ იყო საჭირო ის მღელვარება, რაც საზოგადოებაში იყო

"ბოლო პერიოდში ქვეყანაში მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, რომელიც ნამდვილად იყო დაუშვებელი. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით ყველა მოშიმშილისთვის მიგვექცია მაქსიმალური ყურადღება, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა ძალიან ბევრი ჩვენი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გადაყვანილ იქნას გორის ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწევა ყველა ის საჭირო დამატებითი ღონისძიებები, რომელიც ექიმების დანიშნულებით არის მიღებული. მან დადო პირობა, რომ ამ ნიშნით ის შეწყვეტს შიმშილობას. შესაბამისად, ის კასკადი, რომელიც ჩვენ გვქონდა შიმშილობების, შეწყდება ქვეყანაში. ძალია დიდი იმედი მაქვს, რომ შემდგომში საზოგადოება და პოლიტიკოსები გამოიჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და ჩვენ თავს ავარიდებთ ნებისმიერ საპროტესტო აქციებს და შევძლებთ დავიწყოთ კორექტული დიალოგი", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

მანვე ექიმებს, რომლებიც მუდმივ რეჟიმში მეთვალყურებას უწევდნენ და ჩართულები იყვნენ კონსილუმების ფორმატით მუშაობაში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, მადლობა გადაუხადა.

მადლობის ადრესატი იყვნენ ის ექიმებიც, რომლებიც უშუალოდ მკურნალობდნენ სააკაშვილს და ტიკარაძის თქმით, იყვნენ ბულინგის მსხვერპლნი

"საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ექიმის პროფესია არის ძალიან რთული პროფესია. ჩვენ არ ვარჩევთ პაციენტს და ყოველთვის ვიღებთ გადაწყვეტილებას პაციენტის სასარგებლოდ. მნიშვნელოვანია,რომ ექიმის ხელშეუხებლობა იყოს დაცული". - განმარტა მან.

მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. მისი მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, დეპუტატები და საკრებულოს წევრები შიმშილობენ თბილისსა და რამდენიმე რეგიონში.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა.

მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ ექსპრეზიდენტს სთავაზობენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით იცავენ არა მარტო სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლეს, ვინც ამჟამად შიმშილობს, მათ ჯანმრთელობას.


მინისტრმა ოპოზიციური პარტიები გააფრთხილა, რომ პატიმრის გადაყვანისას ნებისმიერი სახის ხელის შეშლის მცდელობისას, პატიმარს დააბრუნებენ #18-ე დაწესებულებაში.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, ამას ცოტა ხანში მისი უფლებადამცველი ნიკა გვარამია გააჟღერებს. როგორც ენმ-ის წარმომადგენელი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, ის მზადაა დათანხმდეს ხელისუფლების შეთავაზებას, მხოლოდ გარკვეული პირობით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მხრიდან,
16:00 / 26.09.2022
რუსეთის მხრიდან, "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა. ფოტოები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.