ახალი ამბები
ზუგდიდში ენმ-ის წარმომადგენებმა შიმშილობა შეწყვიტეს
FaceBook Twitter
E-mail Print
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 15 ნოემბერს მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას, დღეს შიმშილობა შეწყვიტეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და იქ შიმშილობის შეწყვეტას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა15 ნოემბერს დაიწყო ხუთმა პირმა. მათ შორის ოთხი - მაია კალანდია, ირაკლი სორდია, ხათუნა შამუგია და დარიკო არქანია ახლადარჩეული საკრებულოს წევრია. მეხუთე, მალხაზ ჯალაღონია კი პარტიის მხარდამჭერი. ის 2020 წელს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატიობის კანდიდატი იყო ენმ-დან.

სააკაშვილის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობის აქცია პირველად "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დაიწყო. მოგვიანებით მას შეუერთდნენ პარლამენტარები, ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს წევრები. პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ. ამასთან დღეს ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ შიმშილობას აქციის დაწყებიდან მეჩვიდმეტე დღეს წყვეტს. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად მან მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზება დაასახელა.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, პირველ ოქტომბერს დააკავეს, 50-ე დღეა შიმშილობს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

18 ნოემბრის საღამოს მან ადვოკატებთან შეხვედრისას გონება დაკარგა. მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილური გახდა. ექიმ-რეანიმატოლოგმა კი აღნიშნა, რომ პაციენტი კოტაქტურია, და რომ ეს იყო მცირე ხნით გონების დაკარგვა. მიზეზი კი სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ დადგინდება.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უნდა მოხდეს. მათი დასკვნით, ასეთ პირობებს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულების კლინიკა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება, არ აკმაყოფილებს.

დღეს, 19 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ ექსპრეზიდენტს სთავაზობენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით იცავენ არა მარტო სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლეს, ვინც ამჟამად შიმშილობს, მათ ჯანმრთელობას.

მინისტრმა ოპოზიციური პარტიები გააფრთხილა, რომ პატიმრის გადაყვანისას ნებისმიერი სახის ხელის შეშლის მცდელობისას, პატიმარს დააბრუნებენ #18-ე დაწესებულებაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი
ინფრასტრუქტურული
15:33 / 20.05.2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული
სინგაპურში მიმდინარე შეჯიბრზე ზუგდიდელმა კიკბოქსიორმა,
15:00 / 20.05.2022
სინგაპურში მიმდინარე შეჯიბრზე ზუგდიდელმა კიკბოქსიორმა,
შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვნის იძულებითი შრომის ფაქტი
გამოავლინა და დამსაქმებელი 10 ათასი ლარით დააჯარიმა. კერძოდ,
13:43 / 20.05.2022
შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვნის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა და დამსაქმებელი 10 ათასი ლარით დააჯარიმა. კერძოდ,
20 მაისს საქართველოში შენარჩუნდება გრილი, ქარიანი და ზოგან
ნალექიანი ამინდი.
13:23 / 20.05.2022
20 მაისს საქართველოში შენარჩუნდება გრილი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.