გოგიტა არქანია ორგზის მსოფლიო ჩემპიონია
დუბაიში მიმდინარე კარატისტთა მსოფლიოს
ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა, გოგიტა არქანიამ ოქროს მედალი
მოიპოვა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდა.
გოგიტა არქანიამ მისი მოწინააღმდეგეები: მექსიკელი სპორტსმენი 8:0 დაამარცხა, მონტენეგროს წარმომადგენელი – 2:0, მესამე ესპანელი მოწინააღმდეგე – 8:0, ამერიკელი – 3:0 და ხორვატ მეტოქეს 3:1 სძლია. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც დღეს გაიმართა, ქართველმა კარატისტმა იტალიელ მოწინააღმდეგეს 3:2 მოუგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
37 წლის გოგიტა არქანიამ ზაფხულში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა და მე-5 ადგილი დაიკავა.